მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარიამ ქვირივიშვილი და ინვესტორთა საბჭო "მჭიდრო თანამშრომლობაზე" შეთანხმდნენ

5c70244eef312
თელარა გელანტია
22.02.19 20:31
2305
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვირივიშვილი ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ტურიზმის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მარიამ ქვრივიშვილმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის სამომავლო გეგმები გააცნო და ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურისტული პროდუქტების განვითარებას, ინფრასტრუქტურის მოწყობას, სერვისის ამაღლებას და კერძო სექტროთან მჭიდრო თანამშრომლობას.

„სამუშაო ჯგუფის წევრებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააცნო 2025 წლის ტურისტული სტრატეგია, თუ სად უნდა იყოს ქვეყანა ტურზმის კუთხით, ასევე რა კვლევებსა და მარკეტინგულ კამპანიებზე დაყრდნობით მოხდება ქვეყნის ცნობადობის ამაღლება. მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორთა საბჭოსთან მჭიდრო და რეგულარული თანამშრლობის მზადყოფნა გამოთქვა. ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს თავმჯდომარის მარიამ მეღვინეთუხუცესის განცხადებით, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და მხარეები მჭიდრო თანამშობლობაზე შეთანხმდნენ”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.