12.ნოემბერი.2015 12:22
ბიზნესი

მანჰეტენზე ქართული ღვინის ბარი იხსნება - ქართველი მეღვინეს ამერიკული წარმატება

მანჰეტენზე ქართული ღვინის ბარი იხსნება - ქართველი მეღვინეს ამერიკული წარმატება
ქართველი მეღვინე ერეკლე ხაზიურის ღვინის კლუბი "ნიუ-იორკ თაიმის"-ის ფურცლებზე მოხვდა. ის ტრადიციული წესით ღვინოს საქართველოშიც აწარმოებდა. მეღვინე ათი თვეა, რაც ამერიკაშია და მან იტალიელ პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა, ამერიკელებისთვისაც გაეზიარებინა თავისი გამოცდილება. მათ მანჰეტენზე "ისტ-ვილიჯ ვაინერ კლუბი" ჩამოაყალიბეს, რომელშიც, სამოცი ახალგაზრდა ამერიკელია გაწევრიანებული, ისინი თავად წურავენ ყურეძენს და ყველა იმ პროცესს გადიან, რაც ქართული ტექნოლოგიით ღვინის დასამზადებლად არის საჭირო.

"დაახლოებით ათი თვის წინ გარკვეული მიზეზების გამო ნიუ-იორკში საცხოვრებლად გადმოსვლა მომიწია და აქაურმა "ვაინ-მასტრებმა" დამაკავშირეს ახალგაზრდა იტალიელ ბიჭს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, მეღვინეობას ეუფლებოდა. ერთობლივად გადავწყვიტეთ მანჰეტენზე, "ისტ ვილიჯში" - ადგილზე, რომელიც     ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია, - გაგვეკეთებინა მცირე მეღვინეობა. ჩვენი კლუბის წევრები არიან ამერიკელი ახალგაზრდები, დაახლოებით 60 ადამიანია.  ღვინის დამზადების ტექნოლოგია ტრადიციული ქართულია, ყურძენი კი კალიფორნიული. რამდენიმე დღის წინ  შარშანდელი ღვინო "კაბერნე" ჩამოვასხით და დაახლოებით 70 ადამიანი იღებდა ამაში მონაწილეობას. ქვევრის ღვინო პოპულარული გახდა მსოფლიო მეღვინეობაში და დამკვიდრდა ქვევრის ღვინის ტერმინი, როგორც ერთ-ერთი ღვინის სახეობის. ამას დიდი სიამაყით ვიტყვი, რომ ასეთ ღვინოს მარტო ქართველები ვაკეთებთ და საქართველოდან მოდის ბოლო რვა საუკუნის განმავლობაში. იმდენად, რამდენადაც ქვევრის ღვინო განსხვავდება თავისი სტრუქტურით სხვა ღვინოებისაგან, რა თქმა უნდა, საინტერესო გასასინჯია და დიდ კონკურენციას უწევს ევროპული წესით დაყენებულ ღვინოს," - აღნიშნავს ქართველი მეღვინე.
 
ერეკლე ხაზიაურის თქმით, ამერიკაში ხარისხიანი ღვინო მაღალ ფასად იყიდება. როგორც ხაზიური გადაცემა "საქმიან დილაში" აცხადებს, მთავარია მომხმარებელი საკუთარი პროდუქტით დააინტერესო.

"ამერიკაში არ არის იმის პრობლემა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია მაღალ ფასში გაყიდო. შესაბამისად, მთავარია როგორ შეიფუთება, როგორი შეთავაზება მოხდება და როგორი იქნება დაინტერესება. ძირითადად ქართულ ღვინოზე ინტერესი გამომდინარეობს იქიდან, რომ არის სასიამოვნო დასალევი და ძალიან მდიდარია ტონებით და არომატებით, რაც ყველაზე მთავარია ძალიან დიდი ისტორია აქვს. ღვინოს, უპირველესად ყიდულობენ თვითონ კლუბის წევრები, შემდეგ რეალიზაციას ვახდენთ ისეთ ღვინის ბარებსა და ღვინის მაღაზიებში, სადაც იციან ორგანულად სუფთა ღვინოები და ცნობენ ქართული ღვინოს. ჩვენ იმის გამო, რომ ჯერ უბრალოდ ქვევრი არ გვაქვს ტრადიციულ მეთოდს ვიშველიებთ, ჭაჭაზე ვაკეთებთ ნატურალურ ფერმენტაციას, არანაირ ქიმიკატს და საფუარს არ ვიყენებთ ფერმენტაციის დროს. წარმოების განვითარების კუთხით ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ღვინის ბარი გავაკეთოთ, სადაც იქნება მეღვინეობაც და სატრენინგო ცენტრი. ბარში თეორიული განათლების მიღებას შეძლებენ დაინტერესებული პირები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ კეთდება ქვევრში ღვინო, რა სტადიებს გადის ის და ა. შ.''- ამბობს ერეკლე ხაზიური.

მეღვინე აღნიშნავს, რომ ქართულ ღვინოს ამერიკაში დიდი პოტენციალი აქვს და მასზე მოთხოვნა იზრდება.

"ქართულ, ბუნებრივ ღვინოს აქ დიდი პოტენციალი აქვს. ქვევრში დაყენებულ ღვინოზე დიდი მოთხოვნაა და ჩვენი პოპულარიზაციის მიზანიც ის გახლავთ, რომ მცირე ოჯახური ტიპის მეღვინეობების ღვინოები გაიყიდოს, რასაც ვაკეთებდი საქართველოში ანალოგიური მინდა გავაკეთო აქაც", - განმარტავს ამერიკაში მოღვაწე ქართველი მეღვინე, ერეკლე ხაზიური.
 
ავტორი: საქმიანი დილა



23.ივნისი.2018 18:44
513

ტურისტები საქართველოში მოსანახულებელ ლოკაციებს ვირტუალურად შეარჩევენ

ვრცლად
23.ივნისი.2018 17:00
184

ბარგის შემნახავი კომპანია Luggage Storage Tbilisi დაიხურა

ვრცლად
23.ივნისი.2018 14:00
165

მენაშენეთა ასოციაცია: ლისის ტბის ტერიტორიის საკითხები გაურკვეველია

ვრცლად
23.ივნისი.2018 11:07
845

მთავრობა "თაფლის საბჭოს" ქმნის

ვრცლად
23.ივნისი.2018 11:00
204

როგორი იქნება განახლებული „ოლიმპიური ვარსკვლავი“ - ფოტო

ვრცლად
20.ივნისი.2018 18:25
101

"ოლიმპიური ვარსკვლავი": ინვესტორებს სჭირდებათ წახალისება

ვრცლად