მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მანჩესტერში ადამიანებს ქუჩაში დაძინებისთვის £100-ით დააჯარიმებენ

5c66da4fe1bd4
ლევან თაღიაშვილი
16.02.19 00:10
6244
BBC წერს, რომ მანჩესტერში ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში ათევენ ღამეს და მაცხოვრებლების სადარბაზოებთან სძინავთ, ადგილმდებარეობის შეცვლა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ £100-ით დააჯარიმებენ.

ქალაქის მერია აცხადებს, რომ ეს მოქალაქეებისთვის უკეთესი და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ ამ ქმედებას ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ჯონ ლიჩმა ეს შეთავაზება შეაფასა, როგორც "სოციალური წმენდა" და ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა. 

საკითხზე ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი 7 აპრილს მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერში 545,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.