მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს

5a71a7163fd2c
სალომე მეცხვარიშვილი
31.01.18 15:21
8733

თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე დიზელის საწვავის შემოტანის აკრძალვას ითხოვს. ეს საკითხი მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პრემიერმინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან შეხვედრაზე დააყენა.

"ეს საკითხი ეხება ჩვენს ეკოლოგიას და იმ მდგომარეობას, რომელშიც ქვეყნის დიდი ქალაქებია. მოვითხოვე, რომ აიკრძალოს ქვეყანაში არაკონდიცირებული საწვავის შემოტანა, ეს ეხება დიზელის საწავავს, რომელიც პრაქტიკულად ჰაერის დაბინძურების ყველაზე დიდი გამომწვევია. თბილისში 67% დაბინძურებისა მოდის საწვავზე. საკმაოდ სწორად იქნა აღქმული ეს წინადადება. დაგვპირდნენ, რომ ეს საკითხი გადაიჭრება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ჩვენ ვიხილავთ ძალიან საინტერესო და მკაცრ ნაბიჯებს ეკოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით“,- განაცხადა ხაზარაძემ.