მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: ბანკებმა უნდა მოვითმინოთ

5a8fbc769c617
სალომე მეცხვარიშვილი
23.02.18 11:01
3231
"ბანკებმა უნდა მოვითმინოთ", - ასე პასუხობს თიბისი ჯგუფის პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე Bm.ge-ს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით თუ რას ფიქრობს ის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომლითაც საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის ესტონურ მოდელზე გადასვლა 2023 წლამდე გადაიდო.

"ჩვენ ამ თემაზე გვქონდა მსჯელობა ჯერ კიდევ შარშან. ვიღაცას შეიძლება არ მოსწონს ეს ამბავი, მაგრამ იმდენად დიდი მნიშვნელობის რეფორმა გაკეთდა და იმდენად დიდია უკვე შედეგი, რომ ალბათ, ვიღაცამ უნდა ცოტა მოითმინოს. ამ შემთხვევაში ბანკებმა უნდა მოვითმინოთ და მივცეთ საშუალება ბიზნესს განვითარების და იმ თანხების ბიზნესში ჩაბრუნების, რომელიც უკვე სახეზე გვაქვს და ასეული მილიონი დოლარის რეინვესტიციაზეა საუბარი. ჩვენ, როგორც ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც ბიზნესს უნდა უწყობდეს ხელს, მზად ვართ, რომ ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.