11.მარტი.2016 17:51
ბიზნესი

მამუკა წერეთელი: ამერიკულ მაღაზიებში ქართული ღვინის სექციები უნდა გაჩნდეს

მამუკა წერეთელი: ამერიკულ მაღაზიებში ქართული ღვინის სექციები უნდა გაჩნდეს
"ჩვენი ამოცანაა, ქართული ღვინო, როგორც კატეგორია ისე დავამკვიდროთ ამერიკულ ბაზარზე", - ამის შესახებ გადაცემაში "საქმიანი დილა" ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელმა, მამუკა წერეთელმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკულ მაღაზიებში ყველა დიდ მწარმოებელ ქვეყანას საკუთარი პროდუქციის სექცია აქვს. მამუკა წერეთელი მიიჩნევს, რომ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაც დეგუსტაციებისა და სხვა მარკეტინგული ხერხების მეშვეობით უნდა მოხდეს.
 
"ალბათ, მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ შეერთებულ შტატებში საქართველოზე ცნობადობა კიდევ უფრო გავზარდოთ. ამერიკელები საკმაოდ რისკიანი ხალხია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ შევძლოთ ინფორმაცია იმ ადამიანებამდე მივიტანოთ, ვისაც ინვესტიციების განხორციელება ხელეწიფება.

საქართველოს აშშ-ში ძალიან დიდი ინსტრუმენტი აქვს წარმოსაჩენად, ეს არის - ღვინო. ამ მიმართულებით, კონცენტრაცია უფრო რამდენიმე ქალაქშია - ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, სან-ფრანცისკო. ისევე, როგორც ინვესტიციების ბუნებრივია, ღვინის საკითხზეც აუცილებელია მთელი ამერიკის ტერიტორიაზე მოხდეს საქართველოს კულტურული პროდუქტის წარდგენა. ამას შრომა სჭირდება. ჩვენ დეგუსტაციების სერია დაწყებული გვაქვს.

ჩვენი ამოცანაა - ქართული ღვინო, როგორც კატეგორია ისე დავამკვიდროთ ამერიკულ ბაზარზე. აქ მთელი მსოფლიოდან უამრავი ღვინის სახეობა იყიდება. როდესაც მაღაზიაში შედიხარ, ყველა დიდ მწარმოებელ ქვეყანას თავისი კუთხე, თუნდაც პატარა სექცია აქვს და ჩვენი ამოცანაც სწორედ ისაა, რომ ყველა მაღაზიაში თუ არა, უმეტეს მაღაზიაში ქართული სექცია გაჩნდეს, რომელიც ადამიანებს ქართულ ღვინოს წარმოუდგენს. დეგუსტაციებისა და სხვა მარკეტინგული ხერხების მეშვეობით ქართული ღვინის ასეთი პოზიციონირება გვინდა მოვახდინოთ", - განაცხადა მამუკა წერეთელმა.



16.თებერვალი.2019 11:20
1715

მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:20
124

გიორგი ქობულია: აუცილებელია ბიზნესს კადრების გადამზადებაში დავეხმაროთ

ვრცლად
15.თებერვალი.2019 17:00
2187

სახელმწიფო 50 000-2000 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

ვრცლად
15.თებერვალი.2019 16:55
112

გამოწვევებით სავსე და წარმატებული 2018 წელი - "ელიტ ელექტრონიქსი"

ვრცლად
15.თებერვალი.2019 15:05
962

მაია ბითაძე: კ2 კოეფიციენტების ზრდა უძრავ ქონებას აუფასურებს

ვრცლად
15.თებერვალი.2019 14:26
839

რევაზ ვაშაკიძე: თუ მეტი გამჭვირვალობა არ იქნება, "თიბისი ბანკი" ჩამოიშლება

ვრცლად