04.მარტი.2016 17:02
ბიზნესი

მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განცხადებას ავრცელებენ

მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განცხადებას ავრცელებენ
მამუკა ღლონტი და ეკა აკობია განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გვინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების განვითარებამდე ტელეკომპანია „მაესტროს“ სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფდა ერთი ძირითადი ფაქტორი: პარტნიორთა შორის წილების ისეთი გადანაწილება, რაც გამოირიცხავდა ვინმესთვის საკონტროლო პაკეტის არსებობას.
იმ ფონზე, როცა ჩვენს მიერ 2 თვეზე მეტია სასამართლოში შეტანილია სარჩელი გიორგი გაჩეჩილაძის 25%-იანი წილის სხვა პარტნიორებზე გადმოფორმების მოთხოვნით, გიორგი გაჩეჩილაძესა და მასთან ასოცირებულ პირებზე "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის გადასვლამ, ასევე ერთპიროვნულად მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომპანიის დირექტორად მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის არჩევის შესახებ, შექმნა ამ ბალანსის დარღვევის და პროცესების უკანონოდ წარმართვის რეალური საფრთხე.
აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ სამართლებრივ ჭრილში სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს საკითხი, ეკუთვნის თუ არა გიორგი გაჩეჩილაძეს 25%-იანი წილი, რომელიც მან ერთხელ უკვე გაყიდა.

ბუნებრივია, რომ თუკი ამ წილის შესაბამისი პროპორციული ნაწილი გადმოფორმებული იქნება ჩევენზე, მამუკა ღლონტზე და ეკატერინე აკობიაზე, უკანონო საკონტროლო პაკეტი ანულირდება და აღდგება სამართლიანი სტატუს-კვო.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ სასამართლომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმის განხილვა და მასზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს ყველა სხვა საქმე, რომლებიც ბუნებრივად არის დამოკიდებული ამ ძირითადი საქმის შედეგზე.

ჩვენს გაოცება იწვევს ის ფაქტი, რომ ერთი და იგივე სასამართლო უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში იხილავს "მაესტროსთან" დაკავშირებულ სხვა საქმეებს, ხოლო ძირითად დავაზე 2 თვეზე მეტია არც კი დაუწყია განხილვა.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვთხოვთ სასამართლოს, რომ დაუყოვნებლივ, კრედიტორთა კრებამდე, რომელიც დანიშნულია 15 მარტს, დაინიშოს აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა.

ამის თაობაზე წერილობითი შუამდგომლობაც შეტანილი იქნება სასამართლოში დადგენილი წესით", - ნათქვამია განცხადებაში.



17.ივლისი.2018 14:15
73

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
103

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
130

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
226

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
348

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
217

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად