მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში ანაკლიის პორტიც მოხვდა

5b27baad971d8
სალომე მეცხვარიშვილი
18.06.18 18:00
1055
პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში ანაკლიის პორტიც მოხვდა. სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ საფუძველი ჩაეყარა ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მშენებლობას, რომელიც „არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ამაღლებაზე, არამედ გაზრდის საქართველოს როლს რეგიონში და აქცევს მას ლოგისტიკურ ჰაბად”.

სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ საქართველო რეგიონულ ჰაბად უნდა იქცეს სხვადასხვა მიმართულებით.

„ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო, ტურისტული და საფინანსო კვანძის (ჰაბის) ჩამოყალიბება, რაც მოგვცემს როგორც ქვეყნის შიდა, ისე რეგიონალური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას. ამით ხელი შეეწყობა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური სექტორის ეროვნული წარმოების წარმადობის განვითარებას, იმპორტის ჩანაცვლებას და ექსპორტის ზრდას, მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დანერგვასა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვან მონაწილეობას”,- ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნები" წევრი დავით ჭიჭინაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის განხეთქილება ბანკების თემას უკავშირდება, მათ შორის არის ანაკლიის პორტის საკითხიც, რომელიც მამუკა ხაზარაძის კომპანიას გადაეცა. მისივე თქმით, სწორედ ის გახდა კვირიკაშვილსა და ივანიშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი. აღნიშნული თავად მამუკა ხაზარაძემ არ დაადასტურა. დღეს კი პრემიერმინისტრობის კანდიდატმა დააფიქსირა საკუთარი აზრი საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობის შესახებ.