მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მამუკა ბახტაძემ შეიძლება ისეთივე "გასროლები" ვეღარ გააკეთოს"

5b796c201f105
თამუნა ქემერტელიძე
19.08.18 17:04
3223
„მამუკა ბახტაძემ შეიძლება ისეთივე “გასროლები” ვეღარ გააკეთოს, როგორიც დღგ-ის ავტომატურად დაბრუნება იყო“, - ამის შესახებ bm.ge-თან ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის საქმიანობის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენებისთვის ერთგვარი შეურაცხყოფა იყო, როცა მიდიოდნენ და საკუთარ ფულს უკან ითხოვდნენ, თუმცა ეს მიდგომა მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრი გახდა.

“შეიძლება მამუკა ბახტაძემ მსგავსი “გასროლები” ახლა ვეღარ გააკეთოს, რადგან მეტი ვალდებულებები აქვს და ყველა თემას თანაბარი დრო სჭირდება, თან მეტადაც ფრთხილობს”, - აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენის აზრით, მთავარია, მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის რანგში რეფორმების გატარება არ შეწყვიტოს და ის ტემპი, რომელიც  ფინანასთა მინისტრობის პერიოდში „აკრიფა“, შეინარჩუნოს.

“შეიძლება ეს ისეთივე ტემპი არ იყოს, მაგრამ დაბალი ტემპით არ უნდა ვიაროთ”, - აცხადებს ბიზნესმენი.

შეგახსენებთ: ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დღგ-ის დაბრუნების ავტომატური სისტემა მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა და ზედმეტადგადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის გამარტივებულად დაბრუნების შესაძლებლობა კომპანიებს, რომლებიც ყველა ძირითად მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, 5 დღეში შეუძლიათ.