მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე TBC-ზე: სამწუხაროდ, მე დავინახე პოლიტიკური სპეკულაციები, ვიდრე - არგუმენტები

5c41b10e609f6
BM.GE
18.01.19 14:50
1058
"სამწუხაროდ, მე აქ უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე - შინაარსობრივი არგუმენტები,"- განაცხადა TBC ბანკის საქმესთან დაკავშირებით BM.ge-ის კითხვაზე პასუხად  საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, კონკრეტული კომპანიის აქციონერების მიმართ დასმულმა კითხვებმა არ უნდა მოახდინოს გავლენა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. 

"როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით კი ფინანსური ინსტიტუტები წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ეს ძალიან დიდი მონაპოვარია და ამას გაფრთხილება უნდა. ნამდვილად შორს ვარ მოსაზრებისგან, რომ კითხვების გაჩენა ინდივიდუალური აქციონერის მიმართ,  ჩვენს მონაპოვარს შეასუსტებს. მე აქ უფრო სამწუხაროდ, დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე - შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს და ეს კითხვები არ ეხება საფინანსო ინსტიტუტს, არამედ მის აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, მე პირადად პრობლემად არ მეჩვენება.

TBC, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკი, უდრის საქართველოს ეკონომიკის ფინანსურ სტაბილურობას. შესაბამისად, ასე ცალკე გაპიროვნება მე არ ვთვლი, რომ სწორია და მას კავშირი არ აქვს იმ კითხვასთან, რომელიც თქვენ დასვით, მაგრამ ის მოსაზრება, რომ კითხვების დასმამ შეიძლება საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მე, რა თქმა უნდა, ამ თემას ვერ დავეთანხმები. ეს მოწყვეტილია რეალობას, ეს ნამდვილად არ არის ასე. ჩვენთვის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილნი არიან ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში, რაც განსაკრუთრებული პატივია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, რადგანაც ამან გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო კაპიტალზე. ჩვენი ფინანსური სტაბილურობა არის ძალიან მაღალი და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი.

ამ თემაზე საუბარი, რომ საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას შეიძლება რამე საფრთხე ჰქონდეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ შეკითხვას, დაველოდოთ პასუხებს, დარწმუნებული, ვართ ყველა მივიღებთ პასუხებს", - განაცხადა ბახტაძემ.