მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ბახტაძე: საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

5bf577c123fd1
BM.GE
21.11.18 19:19
663
გადაუჭარბებლად შეეიძლება ითქვას, რომ დღეს აღის ისტორიული დღე; საქართველო აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული ქვეყანა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, შესბამისად, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სწორედ საქართველოს შესთავაზეს ეს უნიკალური პლატფორმა, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამართული უმაღლესი დონის შეხვედრები.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უმაღლესი დონის ფორმატის პირველ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტ იუნკერთან ერთად პრაქტიკულად ყველა ევროკომისარი ესწრებოდა, კიდევ ერთხელ გაანალიზდა, რა უნდა გაკეთდეს ყველა მიმართულებით, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას.

“ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას მივიღებთ იმისთვის, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი გაიზარდოს. ეს შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტად დავისახეთ საქართველოში სიღარიბის დამარცხება და ევროკავშორი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრაში ჩვენს გვერდით არის. მეორე საკითხი განათლების სისტემას და ჩვენს სტუდენტებს ეხება. მიღებულია გადაწყვეტილება და გვექნება რამდენიმე პლატფორმა, რომელიც ქართველსტუდენტებს ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღებას კიდევ უფრო გაუმარტივებს. ევროკავშირი დადგება ჩვენს გვერდით ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმაში - ეს არის განათლების სისტემის რეფორმა. ჩვენ გვექნება მხარდაჭერა მწვანე ეკონომიკის ინიციატივაში”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის ინფორმაციით, ამასთან ერთად, განხილული იყო შესაძლებლობები, რომ საქართველომ მიიღოს დამატებითი დახმარება სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების, ბევრ სფეროში ახალი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის მიმართულებით და ამ საკითხშიც ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის გვერდით იქნება.

“მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ეს არის მომავალი საქართველოს განვითარების გეგმა, ისეთი საქართველოსი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა გვქონდეს და მივაღწიოთ ჩვენს სანუკვარ მიზანს - საქართველო გავხადოთ ევროკავშირის შღულფასოვანი წევრი. სწორედ ამ მიზნისკენ გადაიდგა დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა, ცცვენს თითოეულ მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი დღე”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.