მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ასათიანმა TI-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

5b508cf17c16c
BM.GE
19.07.18 17:06
1064
მაკა ასათიანის და მისი ოჯახის წევრების, სალომე ასათიანის და ლუიზა თავართქილაძის სახელით გუშინ ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

გიორგი გვენეტაძის განცხადებით, სარჩელში მოთხოვნილია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ უარყოს, მის მიერ, 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევაში „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“ კორუფციის რისკების შემცველ საქმეებში მოხსენიებული შპს „აკას“ პარტნიორებს შორის დავა და გავრცელებული ცილისმწამებლური და მცდარი, პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაცია მაკა ასათიანისა და მისი ოჯახის მიმართ.

ამავე დროს, სარჩელში მოთხოვნილია, რომ შპს „აკას“ პარტნიორებსა და დავით ძოწენიძეს შორის დავა ამოღებულ იქნეს იმ ჩამონათვალიდან, სადაც საქმე კორუფციული რისკის შემცველ კვლევაშია მოხსენიებული.