09.მარტი.2016 16:28
ბიზნესი

მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ

მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ
მაკა ასათიანი და კოტე გოგელია განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
"არ ვაპირებთ რაიმე კონსულტაციები ვაწარმოოთ შენობის იჯარასთან დაკავშირებით, სანამ ლ. გაჩეჩილაძე და მისი გუნდი არ გააკეთებენ განმარტებებს იმ უსამართლო ბრალდებებსა და შეურაცხყოფაზე, რომელსაც ჩვენი მისამართით დღემდე აგრძელებენ, თითქოსდა ჩვენ გავძარცვეთ მაესტრო.

ასევე ველოდებით განმარტებას, რამდენად მისაღებია მათთვის ეგრეთ წოდებული რუსული ფულით შეძენილ შენობაში გააგრძელონ მოღვაწეობა და ვინაიდან უარს ვაცხადებთ მათ მივცეთ ამ შენობით სარგებლობის უფლება, დიდი ინტერესით დავაკვირდებით, თუ რომელი ქვეყნის ფულით შეძენილი შენობაში შესთავაზებენ ჟურნალისტებს ალტერნატიულ ფართს.

მივმართავთ მაესტროს გადარჩენის ლოზუნგით მოსულ „გუნდს“, რომლებმაც ასე წარმატებულად და ძალისმიერად მოახერხეს აეღოთ თავის თავზე პასუხისმგებლობა, ჩვენს მიმართ არსებულ ვალდებულებებზე, პირველ რიგში დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ვალების გადახდა და მხოლოდ ამის შემდგომ მისცენ თავიანთ თავს უფლება, ისაუბრონ სხვისი კერძო საკუთრების იმედად თავიანთი ბუნდოვანი გეგმების შესახებ.

ჩვენის მხრივ კი პირობას ვდებთ მაესტროელების წინაშე, რომ ვალდებულებების ფარგლებში დაბრუნებული თითოეული თეთრი მოხმარდება ისევ მაესტროს მაუწყებლობას, მის კიდევ უფრო გაძლიერებას და განვითარებას.

ერთგული ვრჩებით ჩვენი პრინციპის მიმართ, რომლის მიხედვითაც მაესტროს არ განვიხილავთ როგორც ცალკეულ ქონებას ან შპს-ს. ეს არის ძალიან ღირსეული ადამიანების ერთობა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არაფერს დავიშურებთ, რათა მისი მაუწყებლობა იყოს ხელშეუხებელი", - ნათქვამია განცხადებაში.



17.ივლისი.2018 14:15
74

ნიკორა საწესდებო კაპიტალის შემცირების მიზეზს განმარტავს

ვრცლად
15.ივლისი.2018 15:39
103

"ნიკორამ'' საწესდებო კაპიტალი $3.25 მილიონით შეამცირა

ვრცლად
14.ივლისი.2018 16:00
130

საბროკერო კომპანია Fx Group-ში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება

ვრცლად
09.ივლისი.2018 17:35
226

"ალდაგის'' შვილობილი კომპანია "პრემიუმ რეზიდენსი" ტექდათვალიერების ბიზნესში შედის

ვრცლად
01.ივლისი.2018 20:58
348

“ET CETERA” ახალ ალკოჰოლურ სასმელს ამატებს

ვრცლად
01.ივლისი.2018 17:05
217

“Handy” ქართულ ბაზარს ხის სათვალეებსაც შესთავაზებს

ვრცლად