20.დეკემბერი.2015 12:34
ეკონომიკა

მაიკლ კოული: საქართველოში ბევრი რესურსია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა

მაიკლ კოული: საქართველოში ბევრი რესურსია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა
მაიკლ კოული თბილისში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. მასტერკლასები ლიდერობაზე ქართველმა ახალგაზრდებმა მსოფლიოში ცნობილი ტრენერისგან მოისმინეს. კოული ლიდერობას და სტრატეგიულ დაგეგმარებას ჰარვარდისა და პრინსტონის უნივერსიტეტებში სწავლობდა, ამჟამად კი მასტერკლასებს კემრიჯის უნივერსიტეტში ატარებს. ის ასევე წლების განმავლობაში Reuters-ის ახლო აღმოსავლეთის განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი იყო. რა პოტენციალი აქვთ ქართველ ახალგაზრდებს და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის სწორი განვითარება და მართვა, - "ბიზნესკონტაქტი" მაიკლ კოულს ესაუბრა.

- ახალგაზრდების ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს შენების პროცესში? როგორ უნდა შევუწყოთ ხელი სტარტაპებს?

- ადამიანი ისე მოიქცევა, როგორც მოეპყრობი. თუ მას ისე მიუდგები, როგორც ბავშვს, ის ბავშვურად მოიქცევა. თუ მოექცევი როგორც ზრდასრულს, მოიქცევა როგორც ზრდასრული. ჩემი აზრით, პირველი შეცდომა, რომელსაც ახალგაზრდებთან ურთიერთობისას უშვებენ, არის ის რომ მათ ექცევიან როგორც ბავშვებს, - ისე თითქოს მათ არ აქვთ საკმარისი ცოდნა და არ არიან საკმარისად ჭკვიანები. მართალია ისინი ახალგაზრდები არიან მაგრამ მათ უამრავი ენერგია აქვთ. თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერ ქვეყანაში ვხედავთ, რომ ახალი თაობა წინაზე მეტად ჭკვიანი და განვითარებულია. ახალგაზრდების ინტელექტი და ენერგია უნდა დავაფასოთ. მაქსიმალურად უნდა ჩავრთოთ ისინი პროცესში. მათი გონება საღია. თუ საკმარის ცოდნას მისცემთ, გაკვირვებულებიც კი დარჩებით რამდენად დიდ პროგრესს დაინახავთ. ისტორიას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ დიდი განვითარებები სწორედ ახალგაზრდებს უკავშირდებათ. მათ დაფასება უნდათ და შემდეგ აუცილებლად გაგაკვირვებენ.

- საქართველოს ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, რა უნდა გააკეთონ სწრაფი განვითარებისთვის? რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

- ყველა ეკონომიკას აქვს გამოწვევები. ეს ცხოვრების ციკლის ნაწილია, წინსვლები და დაღმასვლები ყოველთვის ხდება. ლიდერმა ეკონომიკის გასავითარებლად მოსახლეობა უნდა წაახალისოს. საქართველოს ძალიან ბევრი რესურსი აქვს. ამიტომ ხალხის მობილიზება და წახალისება უნდა მოახდინოთ, მათ უნდა გაუმარტივოთ ცხოვრება. კრეატიული გარემო უნდა შეიქმნას. საქართველოში ბევრი რესურსია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა.

ქვეყნის ზომას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი იდეებზეა დამოკიდებული. მთავარი ჰუმანური ადამიანური რესურსისა და იდეების არსებობაა. 



18.ნოემბერი.2018 18:35
1312

მთავრობა ხვალ ჭარბვალიანობის დაძლევის და „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების მეთოდს გააჟღერებს

ვრცლად
18.ნოემბერი.2018 17:59
317

გიორგი ქობულია-ფერმერებს: „იფიქრეთ იმაზე, როგორ გაფართოვდეთ“

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:20
569

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
167

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
140

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
209

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად