12.თებერვალი.2019 17:51
საზოგადოება

მაია სიდამონიძე ილიაუნის ტოვებს

მაია სიდამონიძე ილიაუნის ტოვებს
მაია სიდამონიძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა.

ამის შესახებ სიდამონიძე სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს:

„დღეს ხარისხიანი განათლება ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყანაში. სწორედ ამ მიზეზით, ერთი წლის წინ შევუერთდი გიორგი ქადაგიძის გუნდს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე სრულიად ვიზიარებდი მის გეგმებსა და ხედვას, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და იმედი იყო, რომ ჩვენ ერთად შევცვლიდით ბევრ რამეს უკეთესობისკენ, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებდი მოსალოდნელ ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს. ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სრულიად განვაახლეთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ტურიზმში, განვაახლეთ ლიტერატურა და მოვიწვიეთ ინდუსტრიაში წარმატებული პრაქტიკოსი ლექტორები. თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად არ იყო ადვილი, არამარტო უნივერსიტეტში არამედ მთლიანად განათლების სექტორში არსებული არასაჭირო და ზედმეტი ბიუროკრატიული პროცესების გამო. მომავალი გეგმები უფრო დიდი იყო, მაგრამ მე ამ ყველაფრის ნაწილი ვეღარ ვიქნები, რადგან გადავწყვიტე დავტოვო ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელის პოზიცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ სტრუქტურულ ცვლილების შინარსსა და ფორმას, რაც ჩვენს ფაკულტეტზე განხორციელდა. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, მეტყველებს ამ სფეროში უფრო სიღრმისეულ პრობლემებზე ვიდრე წარმომედგინა, სადაც ჩვენი მომავალი თაობის ინტერესი და კეთილდღეობა ზიანდება. მე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ქადაგიძეს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე სტუდენტებსა და ლექტორებს თანამშრომლობისთვის“, - წერს სიდამონიძე.

შეგახსენებთ: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად, ბიზნესის სკოლის ადგილმონაცვლე „მენეჯმენტის, ტექნოლოგიების და განათლების“ ფაკულტეტი გახდა. შესაბამისად, ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე აღარაა. ბიზნესის სკოლის დატოვება მოუწია ბიზნესის სკოლის ხარისხის სამსახურის უფროს გიორგი პაპავასაც.

რამდენიმე დღის წინ ილიას უნივერსიტეტი ჟურნალ Forbes-ის მთავარმა რედაქტორმა და „ბიზნესმედია ჯგუფის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ისაკაძემაც დატოვა. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „ბიზნესის სკოლის“ ასოცირებული პროფესორი იყო.



ავტორი: თელარა გელანტია



19.თებერვალი.2019 14:20
333

როგორი იქნება განახლებული "შერატონ მეტეხი პალასი" - ფოტო

ვრცლად
19.თებერვალი.2019 13:21
312

"2019 წელს მეთხილეებისთვის კომპლესური პროგრამები დაიწყება"

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:20
1085

ხაზარაძე: „ვიმყოფებით უპრეცედენტო შემოტევისა და წნეხის ქვეშ სახელმწიფო უწყებების მხრიდან“

ვრცლად
19.თებერვალი.2019 12:04
63

„ქართული ლუდის კომპანია“ მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენა Prodexpo 2019-ზე წარსდგა

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:45
297

საქართველოს 237.5 ათასი მოქალაქე უმუშევარია

ვრცლად
19.თებერვალი.2019 11:30
313

„ხალხის ჯიბიდან ფული ამოიღეს და ფულს ფული როგორ მოაგებინონ , არ იციან“

ვრცლად