მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: "სამთავრობო ცვლილებების არც საჭიროება გვაქვს და არც - მოლოდინი"

5c459bfa6da59
ელენე გოგბერაშვილი
21.01.19 14:16
725
„სამთავრობო ცვლილებების არც საჭიროება გვაქვს და არც - მოლოდინი“, - ასე პასუხობს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ დასმულ კითხვას.

ცქიტიშვილი არ თვლის, რომ სერიოზულად განსახილველია მსგავსი ტიპის საკითხები, რომელიც მედიით ვრცელდება.

ვიცე-პრემიერი განმარტავს, რომ სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არავითარი საფუძველი არ აქვს.

„არ მგონია, რომ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ასეთი ტიპის საკითხი, სტატიები ან ინფორმაცია. ვმუშაობთ, ვართ ჩამოყალიბებული გუნდი და ამ მიმართულებით არც საჭიროება არ არის ცვლილებების და არც მოლოდინი გვაქვს ცვლილებების.

საბოლოოო ჯამში, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მთლიანობაში როგორც პარტიული, ისე სამთავრობო ვერტიკალები უნდა ყოფილიყო გამართული, უკეთესად უნდა იმუშაოს. ამ ჭრილში ის ცვლილებები, რომელიც ამა თუ იმ უწყებაში მიმდინარეობს, ასევე არის ჩვეულებრივი პროცესი, რომელიც ნამდვილად განათლებასთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, რომ ჩვენ მთავრობის ცვლილებას ვგეგმავდით“, - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.