მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: რუსეთის ინტერესი, ანაკლიის პორტთან მიმართებაში, უდავოა

5c939f37e82f8
ლიკა გურაბანიძე
21.03.19 18:26
631
ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რუსეთის ინტერესი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში, უდავოა.

ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, სადაცის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

ვიცეპრემიერის თქმით, ერთ-ერთი პირობა, რომელსაც „ოქროს აქციის“ ნაწილში სახელმწიფო ფლობს, ეს არის დაზღვევა, რომ პორტის 50-წლიანი ოპერირების პერიოდში ინვესტორმა მეწილედ ან თუნდაც კრედიტორად, ისეთი პირი არ შემოიყვანოს, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციას ეწინააღმდეგება.

მინისტრის განცხადებითვე, იმისათვის, რომ საერთაშორისო ბანკებმა სესხების უზრუნველყოფის მოქნილი პირობები შეინარჩუნონ, სესხების ნაწილში ითხოვენ, რომ აკრძალული პირი, კონკრეტულად კი, ჩრდილოელი მეზობელი შეიზღუდოს.

„რუსეთის ინტერესი დიდია, თუმცა ჩვენ ბანკებს უნდა ავუხსნათ, რომ ამ ქვეყანაში გარდა რუსეთისა, სხვა რისკებიც არსებობს მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოელი მეზობლის ინტერესი, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მიმართებაში, უდავოა. სწორედ ამიტომ, გვაქვს ეს ოქროს აქცია, რათა სახელმწიფომ ამ რისკებისგან თავი დაიცვას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.