მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: ინფრასტრუქტურაზე თანხების ათვისების დინამიკა მზარდია

5c6d167814f33
დათო ჯალაღონია
20.02.19 12:56
616
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში დეპუტატებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხების ხარჯვის დინამიკა გააცნო.

„იმის გათვალისწინებით, რომ წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა და ინფორმაცია იყო გავრცელებული იმასთან დაკავშირებით, რომ თანხების აუთვისებლობა იყო, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ გრაფიკი მოგვემზადებინა. დინამიკა წლების განმავლობაში მზრადია. 2017 წელს პირველად იყო ფაქტობრივად ათვისებული ხარჯების მნიშვნელოვანი – 40%-მდე ზრდა, უკვე შემდგომი წლების ზრდა დაახლოებით, 20%-ის ფარგლებშია და 2018 წელს მილიარდ 662 მლნ ლარის ათვისება გვქონდა ბიუჯეტში, ხოლო 2019 წელს ასევე, 20%-იანი ზრდა არის დაგეგმილი და ჩვენი ჯამური ბიუჯეტი 2 მლრდ ლარს შეადგენს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.