მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ცქიტიშვილი: "ბანკის მეწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისაგან"

5c93a44acaad7
თელარა გელანტია
21.03.19 18:48
767
„სხვა დროა დღეს საქართველოში“, - ასე უპასუხა ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ ირმა ნადირაშვილის კითხვას - „იყავით საქმის კურსში, რომ ხაზარაძეს გამოაცხადებენ გამთეთრებლად? თქვენთან ჰქონდა პროკურატურას კონსულტაციები?“

„სხვა დრო არის საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტსაბჭოს წევრიც ვარ, ვიცეპრემიერიც ვარ და რეგიონული განვითარების მინისტრიც ვარ, პროკურატურა მე არ მითანხმებს და მე არ ვეუბნები პროკურატურას და ასევე არავის სხვას არ უთანხმებს. შესაბამისად, იყო თუ არა წინასწარი კონსულტაციები ჩემთან ან ნებისმიერ მინისტრთან იმასთან დაკავშირებით რომ პროკურატურა აპირებს დაუსვას კითხვა მამუკა ხაზარაძეს და შეიძლება თუ არა? - სხვა დროა დღეს საქართველოში და ასე არ ხდება. ბატონ ბიძინასაც ამას არ ეკითხებიან. არცერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი თანამდებობა, არცერთი ბანკის მეწილეობა არ შეიძლება იყოს იმუნიტეტი რაიმე სახის კითხვებისაგან და ვერავის ვერ დაიცავს იმ პასუხისმგებლობისგან რაც შეიძლება ამ კითხვებს მოყვებოდეს. ამ შემთხვევაში მეც გულწრფელად ვისურვებდი, რომ ასეთი კითხვები არ არსებობდეს საერთოდ“, უპასუხა მაია ცქიტიშვილმა ირმა ნადირაშვილს.