მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაია ბითაძე: თბილისის გენგეგმა მარტის შუა რიცხვებში დამტკიცდება

5c6c454c6cf6b
თელარა გელანტია
19.02.19 22:02
1940

თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის განცხადებით, თბილისის გენერალური გეგმა, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში დამტკიცდება.

ამის შესახებ ბითაძემ კახი კალაძესთან და მერის სხვა მოადგილეებთან ერთად facebook-ლაივში განაცხადა.

“დღეს იყო თბილისის საკრებულოს სხდომა და გენგეგმა დღეს დაბრუნდა. ჩვენ საკრებულოშიც შევჯერდით, რომ 1 კვრიდან 10 დღის ვადაში, როგორც გენგეგმის საბოლოო ვერსიას, ასევე რეგულაციებს, რაც დაანონსდა კოეფიციენტებთან დაკავშირებით, დავაბრუნებთ საკრებულოში და სადღაც მარტის შუა რიცხვებისთვის დავამტკიცებთ როგორც გენგეგმას, ისე – ახალ რეგულაციებს“, - განაცხადა მერის მოადგილემ და დასძინა, რომ გენგეგმის მისამართით შენიშვნები ოპოზიციასაც არ ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა თბილისის მერიამ გასულ წელს მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნა. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ამჟამად თბილისის საკანონმდებლო ორგანოს კომისიებში დოკუმენტის განხილვა და გარკვეული დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.