06.იანვარი.2016 12:37
ბიზნესი

მაჰირ მამედოვი: საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება "სოკარზე" არ აისახება

მაჰირ მამედოვი: საქართველოსთვის ირანული გაზის შესაძლო მიწოდება "სოკარზე" არ აისახება
"აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ი საქართველოს გაზის მუდმივად მზარდ მოთხოვნას ითვალისწინებს", - განაცხადა SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა. მისი თქმით, საქართველოში ირანული გაზის შესაძლო მიწოდება, ქვეყანაში SOCAR-ის ოპერირებაზე არ აისახება.

"საქართველო-ირანს შორის მოლაპარაკებების მიზეზებზე, უმჯობესია კომენტარი ქართულმა მხარემ გააკეთოს. კომპანია SOCAR-ს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლებიც ხორციელდება და მომავალშიც სრულად განხორციელდება", - ამბობს მამედოვი აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში. მანვე განაცხადა რომ ამ ეტაპზე საქართველო გაზის დამატებით მოცულობას არ საჭიროებს.
 
"საქართველოს ბაზარზე გაზის მოთხოვნა წელიწადში მხოლოდ 8-10 პროცენტით იზრდება და SOCAR-ი ამ ზრდას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ კომერციულ ბაზარზე მოულოდნელად გაზის უკმასრისობა შეიქმნა, აზერბაიჯანს ამ მოცულობების შევსება და დაკმაყოფილება შეუძლია, რადგან დღეს იგი საქართველოს კომერციულ ბაზრებსაც უზრუნველყოფს გაზის მიწოდებით. ჩვენ ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ყოველდღიურ რეჟიმში ვურთიერთობთ და კონსულტაციებს გავდივართ", -აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ირანულ მხარესთან ამ ეტაპზე კონკრეტული შეთანხმება არ არსებობს და ბუნებრივი აირის მოწოდების დაწყების საკითხიც არ არის გადაწყვეტილი.



24.მაისი.2018 20:30
186

კონკურენციის სააგენტოს 3 - მილიონიანი ჯარიმიდან 400 ათასი "ლუკოილზე" მოდის

ვრცლად
24.მაისი.2018 15:00
65

ქართული სტარტაპი ბელორუსიაში 300 სტარტაპიდან საუკეთესო სამეულში მოხვდა

ვრცლად
24.მაისი.2018 14:38
192

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირა

ვრცლად
24.მაისი.2018 14:00
117

დავების საბჭომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა

ვრცლად
23.მაისი.2018 21:00
733

ქართველი ფერმერებისთვის შექმნილ აპლიკაციას 30 ათასი მომხმარებელი ჰყავს

ვრცლად
23.მაისი.2018 18:12
86

ბიზნესომბუდსმენი "ბადაგონის" მოწინააღმდეგე მხარესთან შესახვედრად მზადაა

ვრცლად