25.თებერვალი.2016 10:35
ეკონომიკა

მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ

მაღაროელებს საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ
მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ - შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოესმომავალში შევა.
 
"ჩვენ მოვამზადეთ გარკვეული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე ჰქონდათ საგადასახადო შეღავათები, უპირველესყოვლისა, ეს შეეხება მაღაროელებს, შეღავათები შეუნარჩუნდებათ. ამ შეღავათების მოქმედება გაგრძელდება. ჩვენ ამის თაობაზე გვაქვს კონსულტაციები საქართველოს პარლამენტთან და აღნიშნულიკანონპროექტი უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული", - განაცხადა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განმარტებით, ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის შრომითი დავა. მანვე იმედი გამოთქვა, რომ სამინისტროს მხრიდან მოლაპარაკებების და მედიაციის გზით, შესაძლებელი გახდება საკითხის დარეგულირება.

"ტყიბულის მაღაროში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცალსახად არის შრომითი დავა. ეს არ არის კავშირში რაიმე სხვა პროცესებთან. ჯანდაცვის სამინისტრო პირველი დღეებიდან არისჩართული ამ შრომით დავაში. ეს კანონით მონიჭებული მოვალეობაა. ჩვენი მიმდინარე ანალიზით, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება მარტივად არ მიმდინარეობს, ის მაინც რჩება შრომითიდავის ფარგლებში. მე ვფიქრობ, უახლოესი დღეები გვაჩვენებს პროგრესს, როდესაც მოლაპარაკების და ჩვენის მხრიდან მედიაციის გზით შესაძლებელი იქნება ყველა საკვანძო საკითხისდარეგულირება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



14.ივლისი.2018 23:33
204

არჩილ თალაკვაძე სოციალური საცხოვრისის შექმნის ინიციატივით გამოდის

ვრცლად
14.ივლისი.2018 20:53
78

"დიასპორული ინვესტიციების მოსაზიდად სპეციალური პროგრამა უნდა შეიქმნას"

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:53
672

პრემიერი: მხარს დავუჭერთ ქართულ კომპანიებს, რომ არ დაიჩაგრონ

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:19
152

მთავრობა კონკურენციის სააგენტოს საკანონმდებლო ჩარჩოს გადასახედად მუშაობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:11
71

მთავრობა წიაღისეულის რესურსის ათვისების სტატეგიაზე მუშაობს

ვრცლად
14.ივლისი.2018 19:03
95

მცხეთაში განაშენიანებაზე მოქმედი მორატორიუმის პირობების შეცვლა იგეგმება

ვრცლად