30.დეკემბერი.2015 20:30
საზოგადოება

მაღალმთიანი დასახლებები, რომლებიც შეღავათებით ისარგებლებენ - სრული სია

მაღალმთიანი დასახლებები, რომლებიც შეღავათებით ისარგებლებენ - სრული სია
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 1582 დასახლებას მაღამთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. დასახლებათა ნუსხა, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ესწრებოდა.
 
მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის (მთის ფერდობის დახრილობა, ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, კლიმატური პირობები და ბუნებრივი გარემო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმცირე და სიმწირე, დემოგრაფიული მდგომარეობა, მათ შორის, გამწვავებული მიგრაციული პროცესები) გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. გამონაკლის შემთხვევაში, ამ პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი შეიძლება ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს.

ზღვის დონიდან შესაბამის სიმაღლეზე მდებარეობის მიუხედავად, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ენიჭებათ საქართველოს შემდეგ ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეებში მდებარე დასახლებებს: ხევი, მთიულეთი, პანკისის ხეობა, მაღალმთიანი აჭარა, გუდამაყრის ხეობა, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, ზემო სვანეთი, ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა.
მაღალმთიანი დასახლებების ნუსხის გადახედვას მთის განვითარების ეროვნული საბჭო 2016 წლის 1 აპრილამდე გეგმავს.

სრული სიის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე



21.ნოემბერი.2018 16:19
55

Eventer.ge გიორგი სიგუას თაღლითობის ბრალდებით უჩივის

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 15:45
24

„ნენსკრა ჰიდრო“ სვანეთში საგანმანათლებლო პროექტებს ახორციელებს

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:58
119

რატომ ფერხდება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მოწყობა?

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:47
33

"ხვდება თუ არა მთავრობა, რომ კერძო „დოტაციის“ პიარი, მალე შეიძლება ბუმერანგივით შემოუბრუნდეს?"

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:40
27

გზების რეაბილიტაციაზე 16 მილიონამდე ღირებულების ტენდერები გამოცხადდა

ვრცლად
21.ნოემბერი.2018 14:35
127

"ხრუშჩოკების" ჩანაცვლების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ხელახლა გამოაცხადდება

ვრცლად