მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღალმთიან რეგიონებში საწარმოებისთვის საგადასახადო შეღავათები 1 იანვრიდან ამოქმედდება

566e934695c52
BM.GE
14.12.15 13:55
1700
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული ყველა შეღავათი მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებებზე და იქ მცხოვრებ 300 000–ზე მეტ მოსახლეზე 10 წლის განმავლობაში გავრცელდება-გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
 
პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე საქართველოში მდებარე 1600 დასახლებას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღნიშნული ნუსხა 2016 წლის 1–ელ აპრილამდე გაიზრდება.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს "მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მინიჭების წესზე", რომელთაც საშემოსავლო შეღავათები 2016 წლის 1 იანვრიდან დაუწესდებათ.