მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Macallan-ის 60-წლიანი ვისკი $1.1 მილიონად გაიყიდა

5b015b52552fa
ლევან თაღიაშვილი
20.05.18 16:30
1087

იშვიათი, 60-წლიანი დაძველების Macallan-ის ვისკი ჰონგ-კონგის ერთ-ერთ აუქციონზე $1.1 მილიონად გაიყიდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა რეკორდულია და აქამდე არცერთი სახის სასმელის ბოთლი ასეთ ფასად არ გაყიდულა.

აღსანიშნავია, რომ იმავე აუქციონზე 1926 წლის მოსავლის მეორე ბოთლიც $1.01 მილიონად გაიყიდა. ორივე მათგანი წინასწარ შეფასებაზე 2-ჯერ ძვირად გაიყიდა.

 ამ ტიპის ვისკი შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და მსოფლიოში მხოლოდ 12 ბოთლი არსებობს. ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.

გარდა ამისა, Bloomberg წერს, რომ Whiskey-ს ინდექსი 35 პუნქტით გაიზარდა და ამჟამად 680 პუნქტს შეადგენს, რაც ღვინის ინდექსთან შედარებით 529 პუნქტით მეტია.