მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუკას ბეგლინგერი: საქართველოს ბაზარი გაცილებით ღია და მისაღები გახდა უცხოელი ინვესტორებითვის

565d6ead90bd2
BM.GE
01.12.15 13:45
2523
შვეიცარიის ელჩის საქართველოში, ლუკას ბეგლინგერის განცხადებით, დღეს საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს. როგორც ელჩი "ბიზნესკონტაქტთან" საუბარში აღნიშნავს, ამ კუთხით საქართველოს, მაინც სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებების გატარება საგარეო ეკონომიკური პლიტიკის გატარების კუთხით. 

"უდავოდ, საქართველოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დიდი პოტენციალი აქვს და ხელისუფლებას გარკვეულწილად სწორი პოლიტიკა აქვს შემუშავებული ამ მიმართულებით. ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით დიდი კონკურენციაა. ყველა ყვეყანა თავის მხრივ მაქსიმუმს აკეთებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეს ეხება როგორც მდიდარ ასევე განვითარებად ქვეყნებს. რაც შეეხება საქართველოს , თქვენ ჯერჯერობით კიდევ გაქვთ ბევრი ამ მიმართულებით სამუშაო, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის თვალსაზრისით, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო რომ ბევრი რამ უკვე გაკეთდა , მაგალითად საქართველოში აშკარად გაუმჯობესდა ეგრეთწოდებული "დუინგ ბიზნესის" პირობები და შესაძლებლობები, თქვენი ბაზარი გაცილებით უფრო ღია და მისაღები გახდა უცხოელი ინვესტორებითვის", - განუცხადა ლუკას ბეგლინგერმა "ბიზნესკონტაქტს.