მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa უფასო ბილეთების გაცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

592d217d28cef
BM.GE
30.05.17 11:38
898
ავიაკომპანია Lufthansa უფასო ბილეთების გაცემასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. კომპანია ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ Facebook გვერდზე ავრცელებს და მომხმარებელს მოუწოდებს კამპანიაში არ ჩაერთონ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია უფასო ავიაბილეთებს 55 წლის იუბილესთან დაკავშირებით გასცემდა. ვებ-გვერდი სახელწოდებით, Lufthansa-vacation.com მომხმარებელს კითხვარის შევსების შემდეგ გათამაშებაში ჩართვას ამცნობს. ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ ავიაკომპანა 300-ზე მეტ უფასო ბილეთს გასცემდა.