12.იანვარი.2019 18:50
მსოფლიო

Lufthansa ევროპის უმსხვილეს ავიაკომპანიად დასახელდა

Lufthansa ევროპის უმსხვილეს ავიაკომპანიად დასახელდა
ევროპის მასშტაბით, 2018 წლის უმსხვილეს ავიაკომპანიად „Lufthansa Group“ დასახელდა.

გასულ წელს ავიაკომპანიამ 143 მილიონი მგზავრი გადაიყვანა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მგზავრთნაკადის გაზრდა უმეტესწილად ციურიხის, მიუნხებისა და ვენის ავიახაზების დამატებამ განაპირობა.

გამოცემა წერს, რომ ავიაბაზარზე ლიდერი ავიაკომპანია 2004 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა, რადგან აქამდე პირველ პოზიციას ყოველთვის ფრანგულ-ჰოლანდიური ავიაკომპანია Air France-KLM-ი იკავებდა, რომელიც 2018 წლის შემაჯამებელ რეიტინგში, Lufthansa-ისა და British Airways IAG-ის შემდეგ მესამე ადგილზე მოხვდა.
თავად Lufthansa-ის მონაცემების თანახმად, 2018 წელს მგზავრთნაკადი 9%-ით გაიზარდა.

Air France-KLM-ის შემთხვევაში კი, ეს მაჩვენებელი 2,8% -ია. British Airways-სს კი, 7,1%-იანი ზრდა დაუფიქსირდა.
ავტორი: მარიამ ადამია



21.მარტი.2019 14:15
1240

როგორია სტამბოლის ახალი აეროპორტი - ფოტორეპორტაჟი

ვრცლად
21.მარტი.2019 00:20
179

დიდ ბრიტანეთში ქარხნის მუშამ 71 მლნ გირვანქა სტერლინგი მოიგო

ვრცლად
20.მარტი.2019 18:15
816

ევროკავშირმა Google €1,490,000,000-ით დააჯარიმა

ვრცლად
20.მარტი.2019 15:53
2669

ასტანას ოფიციალურად შეეცვალა სახელი - დღეიდან ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი ჰქვია

ვრცლად
20.მარტი.2019 00:15
2017

2019 წლის ყველაზე ძვირი ქალაქები

ვრცლად
19.მარტი.2019 22:40
2232

სად ღირს ცხოვრება ყველაზე იაფი?

ვრცლად