მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa ავიაკომპანია Air berlin-ის ნაწილს ყიდულობს

59df55e394701
BM.GE
12.10.17 15:43
857
Lufthansa ავიაკომპანია Air berlin-ის ნაწილს ყიდულობს. გერმანიის მეორე უმსხვილესმა კომპანიამ გაკოტრების შესახებ აგვისტოში განაცხადა. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა უმსხვილესმა მეწილემ, Etihad-მა გადაწყვიტა, რომ კომპანიას ფინანსურ დახმარებას აღარ გაუწევს. ფრენები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გერმანიის ხელისუფლებისგან მიღებული 150 მილიონ-ევროიანი სესხით გრძელდებოდა. სწორედ ამ დროიდან აწარმოებს ავიაკომპანია მოლაპარაკებებს პოტენციურ კლიენტებთან.

გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანია Lufthansa Air Berlin-ის მხოლოდ ნაწილს შეიძენს. Lufthansa-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თანხმობას შეძენის თაობაზე ევროკავშირისგან წლის ბოლომდე ელოდება.

Air Berlin-მა, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში დიდი ვალი დააგროვა, გასულ წელს 782 მილიონი ევროს ზარალზე განაცხადა.