მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუდი "ოტიას ეზოდან"

5c460be180cd4
ანნა ლაპიაშვილი
21.01.19 20:20
1793
წყალტუბოში, ხელოვნების ქუჩის #1-ში, ოტია იოსელიანის სახლში მისმა შვილიშვილმა რამდენიმე თვის წინ გახსნილ ტურისტულ მარანში ქართული ლუდის ჩამოსხმა დაიწყო.

“ლუდის მოხარშვა ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჩვენი წინაპრები მას მთაში ხარშავდნენ - ხარშავდნენ, ინახავდნენ და შემდგ იგაზებოდა. ბოთლში ნამდვილად არ ასხამდნენ.

ამ ტექნოლოგიის ათვისებაში იაგო ბიტარიშვილი დამეხმარა. მისი დამზადება ხორბლისგან და შვრიისგან ხდება. სვიას ხარშვის დროს ვამატებთ“, - ყვება BMG-თან ოტია იოსელიანი.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საცდელად 30 ბოთლი ნაყიდი ნედლეულისგან ჩამოასხეს, თუმცა მომავალში, სტუმრებს ქართული ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა აუცილებლად იქნება.

“ამ ეტაპზე ლუდი ნაყიდი ნედლეულისგან დავამზადეთ. ქართული ხორბალი და შვრია ქართლში შევიძინეთ და ექსპერიმენტისთვის ჯერ 30 ბოთლი ჩამოვასხით; სწავლის პროცესში ვართ. ლუდი “ოტიას ეზოში” მოსული ტურისტების დეგუსტაციისთვის იქნება გათვალისწინებული და ჯერ გაყიდვას არ ვგეგმავთ. აქციზს იმხელა ფასი აქვს, არ გვიღირს. კანონი ისე არის, რომ მაგ მხრივ ხელშეწყობა არ გვაქვს. ამ კუთხით, თუ რამე შეიცვლება - დიდი სიამოვნებით“, - ამბობს “ოტიას ეზო”-ს დამფუძნებელი.