მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლოკაციები, სადაც მერია "ბიუ-ბიუს" ჯიხურების განთავსების უფლებას არ აძლევს

5b77f8a901ed2
თამუნა ქემერტელიძე
18.08.18 14:43
3288
კომპანია “ბიუ-ბიუსგან” bm.ge-მ იმ ლოკაციების ჩამონათვალი მოითხოვა, სადაც თბილისის მერია “ბიუ-ბიუს” “ჯიხურების განთავსების უფლებას არ აძლევს.

მერიის განმარტებით, „ჯიხურები იერსახეს ამახინჯებს“.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისთვის 13 ჯიხურზეა გადაგზავნილი შემოწმების აქტი. ესენია:

მუხიანი, ნონეშვილის ქ. 8 ს/კ 01.11.13.003.062;
დასახლება ლილო, საქსოფმანქანის დასახლების 2 კვ., კორპ. 2-ის მიმდებარედ ნაკვ. 04/018;
მ/ს ვარკეთილის მიმდებარედ ნაკვ. 10/104 ს/კ 01.19.20.010.104;
მ/ს სამგორის მიმდებარედ ნაკვ. 04/145 საკ. კოდი 01.17.12.004.145;
მ/ს ავლაბრის მიმდებარედ ნაკვ. 10/032 ს/კ 01.17.01.010.032;
გორგასლის 39-ის მიმდებარედ ს/კ 01.18.04.006.045-ის მიმდებარედ;
ბარათაშვილის ქ.2-ის მიმდებარედ ს/კ 01.18.03.011.018;
ც. დადიანის ქ.34, კორპ. 4-ის მიმდებარედ;
დიღმის მასივი Vკვ., კორპ. 1-ის მიმდებარედ;
თევდორე მღვდლის ქ. ს/კ 01.13.07.020.004-ის მიმდებარედ;
აკ. წერეთლის გამზ.8 -ის მიმდებარედ;
ვაჟა-ფშაველას გამზ. 48-66 მიმდებარედ;
ბუდაპეშტის ქ. 3ა ნაკვ. 04/047;

შეგახსენებთ: „ბიუ-ბიუ“ს თბილისში სულ 40 ჯიხური აქვს, თუმცა 15 ლოკაციაზე მას ჯიხურების განთავისების საშუალებას მერია “ქალაქის იერსახის დამახინჯების“ მიზეზით არ აძლევს.

“მერიის შეთაზების მიუხედავად, კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ იმავე ადგილებში უნდა დარჩნენ, რაზეც ურბანული განვითარების სამსახურს საკმაოდ ობიექტური შენიშვნა აქვს - აღნიშნული ჯიხურები ქალაქის იერსახეს არ შეესაბამება, ზოგ შემთხვევაში კი, ქვეითების გადაადგილებას აფერხებს და ტროტუარებს ავიწროვებს", - აცხადებენ მერიაში.