20.დეკემბერი.2015 17:18
საფინანსო სექტორი

ლიტვაში Vivus-ისა და SmsCredit-ის სწრაფი სესხები აიკრძალა

ლიტვაში Vivus-ისა და SmsCredit-ის სწრაფი სესხები აიკრძალა
ლიტვაში Vivus-ი და SmsCredit-ი სესხებს ვეღარ გასცემენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო. ორივე კომპანია 4Finanace-ის ჯგუფს ეკუთვნის. ადგილობრივი მედიის ცნობით, კომპანიებს კრედიტების გაცემა დარღვევების გამო აეკრძალათ.
 
„ჩვენ ყველაზე მკაცრ სანქციას მივმართეთ, მრავალმხრივ განმეორებითი დარღვევის გამო. აღნიშნული დარღვევები ძირს უთხრის ქვეყანაში ფინანსური სისტემების მიმართ ნდობას. ბაზრის მოთამაშის მხრიდან, ქვეყანაში არსებული კანონების დარღვევა მიუღებელია“, - განმარტეს ქვეყნის ცენტრალურ ბანკში.

მიმდინარე წლის 9 თვეში 4Finance Holding-ს ქვეყნის მთლიანი სესხების უდიდესი წილი, - 37 პროცენტი ეკავა. ცენტრალური ბანკის ცნობით, არსებული კლიენტებისთვის არაფერი იცვლება და მათი ხელშეკრულებები ძალაში რჩება. ლიტვის ცენტრალურმა ბანკმა 4Finanace-ი ინფორმაციის გაუცემლობის გამო ზაფხულშიც დააჯარიმა, მაშინ კომპანიას ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწია. 



10.დეკემბერი.2018 16:21
94

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი იყიდა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 15:16
100

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 13:03
101

FDI-ში რეინვესტიციის წილი 50%, ანუ $500 მილიონია

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 12:13
53

საქართველოს საფონდო ბირჟის მიმოხილვა

ვრცლად
10.დეკემბერი.2018 12:02
672

საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

ვრცლად
09.დეკემბერი.2018 21:07
381

"საბანკო სექტორში სამომხმარებლო სესხების პორტფელმა ზრდა შეწყვიტა" - ალექსანდრე ძნელაძე

ვრცლად