მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლისის ტბაზე ახალ სტუდქალაქში სტუდენტების შესახლება, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება

5922c2bceb932
სალომე მეცხვარიშვილი
24.05.17 11:24
2611
ლისის ტბაზე ახალ სტუდქალაქში სტუდენტების შესახლება, სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყება. "საქმის კურსს" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, რომ ამჟამად სტუდქალაქის უნივერსიტეტისთვის გადაცემის იურიდიული პროცედურები მიმდინარეობს, რის შემდეგაც უნივერსიტეტმა კონკრეტული რეკომენდაციები უნდა შეიმუშაოს, თუ რის მიხედვით შეასახლებს სტუდენტებს ახალ საცხოვრებელში.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ საცხოვრებელში გარკვეული კვოტა უცხოელი სტუდენტებისთვის იქნება გამოყოფილი, ასევე დადგინდება კონკრეტული კრიტერიუმები საქართველოს მოქალაქეებისთვის. კითხვაზე, დაიწყება თუ არა სტუდქალაქში სტუდენტების შესახლება ახალი სასწავლო წლიდან, თსუ-ში აცხადებენ, რომ "ამის იმედი აქვთ".

ახალი სტუდქალაქის კომპლექსი სამი 4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსისგან შედეგება. პროექტის მიხედვით, ასევე აშენდა საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა, მოეწყო ავტოსადგომი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი. საცხოვრებელი კომპლექსი 324 სტუდენტზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 5 მილიონ 250 ათასი ლარია.