28.მარტი.2016 16:12
მსოფლიო

LinkedIn-ი დასაქმების ბაზარზე შემცირებული აქტიურობის გამო დაზარალდა

LinkedIn-ი დასაქმების ბაზარზე შემცირებული აქტიურობის გამო დაზარალდა
Financial Times-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელი LinkedIn-ი, რომელიც საქმიანი კონტაქტების დამყარებაზეა ორიენტირებული, დასაქმების ბაზარზე შექმცირებული აქტიურობის გამო დაზარალდა. კომპანიის აქციების ფასი გასული კვირის ბოლოს 1,26%-ით დაეცა და 111,03 დოლარი შეადგინა. თებერვალში 2015 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, LinkedIn-ის აქციების ფასი ჯამში 31,42%-ით შემცირდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Twitter-ისა და Facebook-ის ქვოტირებამაც იკლო თუმცა მოგვიანებით კლება აანაზღაურეს. LinkedIn-ის ფინანსური დირექტორი სტივენ სორდელლო, ელოდება, რომ მსხვილი კორპორატიული კლიენტებისთვსი გაყიდვების ზრდა 2016 წელს 20 პროცენტიანი იქნება, მაშინ როცა 2015 წელს ზრდა 30 პროცენტიანი იყო. მცირე ბიზნესის ონლაინ გაყიდვები 2016 წელს ასევე უნდა შემცირდეს. მისი ზრდა დაახლოვებით 10%-ით არის მოსალოდნელი, მაშინ როდესაც წინა წელს 30% იყო.

"ჩვემ არ ველოდებით მნიშნელოვან შემცირებას, მაგრამ ცხადია, რომ აზიური, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რეგიონები აჩვენებენ შედარებით დაბალ შედეგებს, ამიტომ გვაქვს ჩვენ ასეთი პროგნოზი", - განაცხადა სორდელლომ.
 
გამოცემა წერს, რომ ანალიტიკოსები შეშფოთებულები არიან LinkedIn-ის მაჩვენებლებით. Bloomberg-ის მიერ გამოკითხული 44 ანალიტიკოსიდან 9 ამბობს, რომ ფინანსური ანგარიშის პრეზენტაცვიის შემდეგ, აქტივობა კიდევ შემცირდება. JPMorgan-ის ანალიტიკოსი დუ ანმუტი თვლის, რომ კომპანიის საქმიანობაზე შესაძლოა გავლენა მაკროეკონომიკურმა არასტაბილურობამ იქონიოს.

"ჩენ ვთვლით, რომ გლობალური მაკროეკონომიკური არასტაბილურობა შრომის ბაზრზე აისახება, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის სფეროში, სადაც LinkedIn-ი ჯერ ისევ განვითარებად დონეზეა", - აღნიშნა მან. კომპანიის პრგნოზის მიხედვით, LinkedIn-ის შემოსავალი 2016 წელს პირველ კვარტალში 820 მილიონი იქნება, მთელი წლის ჯამში კი 3,6-3,65 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ელოდებიან.



16.ნოემბერი.2018 14:12
92

აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10,270 მლნ ბარელით გაიზარდა

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 22:00
320

სტაჟირება მსხვილ კორპორაციებში

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:51
118

რომელ ქვეყნებშია ყველაზე ძვირი კვების ობიექტები?

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 14:00
130

მსოფლიოში ტურისტული ცენტრების ცვლილებას პროგნოზირებენ

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 09:48
112

Alibaba-მ 1 დღიანი აქციის პერიოდში $30 მილიარდი გამოიმუშავა

ვრცლად
14.ნოემბერი.2018 13:24
138

ნავთობის ფასი შემცირდა

ვრცლად