22.აპრილი.2016 09:47
ეკონომიკა

ლიცენზიების გასაცემად ჯამურად, 3 000 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების პროექტები განიხილება

ლიცენზიების გასაცემად ჯამურად, 3 000 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების პროექტები განიხილება
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ინფორმაციით, სამინისტროში ლიცენზიების გასაცემად ამ ეტაპზე ჯამურად, 3 000 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესების პროექტები განიხილება. ამის შესახებ ელოშვილმა კონფერენციაზე „BFL და საქართველო“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ბოლო სამი წლის განმავლობაში 15-მდე საინვესტიციო პროექტი დასრულდა, რომელთა საერთო დადგმული სიმძლავრე 400 მეგავატამდეა. ამ ჰესების მშენებლობაზე 500 მილიონამდე დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, ამ წუთას მიმდინარეობს 845 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობა, რომელთა შორის ერთ-ერთი არის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა. ეს არის დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტები - ძირითადად სვანეთში, აჭარაში, ყაზბეგში და ჯავახეთში. რაც შეეხება პროექტებს, რომლებიც განვითარების, ანუ ლიცენზიების აღების ეტაპებზეა - ჩვენ ჯამურად, დაახლოებით 3 000 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტები გვაქვს, რომლებზეც მემორანდუმი ხელმოწერილია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ისინი მალე მშენებლობის ეტაპზე გადავლენ", - განაცხადა ელოშვილმა.

რაც შეეხება კონფერენციას "BFL და საქართველო" - ეს ღონისძიება ტურბინების მწარმოებელი ბრენდის BFL-ის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის GeoHydro-ს ორგანიზებით დაიმართა. GeoHydro მცირე და საშუალო ჰესების მშენებელ კომპანიებს ტურბინებს აწვდის.
როგორც GeoHydro-ს გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ცანკაშვილმა განაცხადა, ჰიდროენერგეტიკა საქართველოს ბაზარზე საინტერესო მიმართულებაა, რის გამოც მათ BFL-ის შემოყვანა გადაწყვიტეს.

"პირველი პროექტია "ნაბეღლავი ჰესი“, რომელიც ჩვენი ტურბინებით შენდება და რომელიც ექსპლოატაციაში დაახლოებით, 3 თვეში გაეშვება. გარდა ამისა, 5 აქტიურ პროექტზე ვმუშაობთ, რომლიც აქტიურ ფაზაშია და ახლოს არის იმ ეტაპზე, როცა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული დანადგარების მიწოდებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტში ჩართვას და კონტრაქტის გაფორმებას შევძლებთ", - განაცხადა ცანკაშვილმა.
ავტორი: დავით ჯალაღონია



16.ნოემბერი.2018 19:20
509

ცემენტის ასოციაციის მიერ ჩატარებული ფარული ტესტირების შედეგები

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 18:24
133

ბანკებში 1 638 536 190 ლარის დეპოზიტებია დაზღვეული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 17:09
114

საქაერონავიგაცია 10 თვის განმავლობაში 6.8 % -ით მეტ საჰაერო ხომალდს მოემსახურა

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:42
183

9 თვეში საქართველომ ტურიზმიდან 2.57 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:26
136

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 15:10
169

"სახელფასო ბიუჯეტში უმნიშვნელო ზრდა არის"

ვრცლად