13.მარტი.2016 19:03
ბიზნესი

ლევან გაჩეჩილაძე: "მაესტროს" ჟურნალისტების გადაყვანა უნდათ იმ კომპანიაში, რომელსაც დღეს უკანონოდ მიტაცებული აქვს "მაესტროს" ბრენდი

ლევან გაჩეჩილაძე: "მაესტროს" ჟურნალისტების გადაყვანა უნდათ იმ კომპანიაში, რომელსაც დღეს უკანონოდ მიტაცებული აქვს "მაესტროს" ბრენდი
ლევან გაჩეჩილაძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კოტე გოგელიას მიერ მაესტროს მიმართ დაწყებული გაკოტრების პროცესი არის მიზანმიმართული და ხელოვნური, მას აქვს მხოლოდ ერთი მიზანი - მაესტროს სახელის და ქონების ხელში ჩაგდება.
 
ახლა ეს განსაკუთრებით აშკარა გახდა, რადგან საჯაროდ გაცხადდა მაესტროს მიერ იჯარით აღებულ შენობაში მისი დირექტორის არშეშვება კოტე გოგელიას და მისი დაქირავებული პირების მიერ, ასევე სხვა ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა დირექტორის უფლებამოსილების განხორციელებაში. საჯაროდ გაცხადდა კოტე გოგელიას და ილია კიკაბიძის განზრახვა მაესტროს აპარატურის დირექტორის თანხმობის გარეშე გამოყენებისა და მაესტროს სახელით ალტერნატიული მაუწყებლობის დაწყების. დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მაესტროს ჟურნალისტების გადაყვანა უნდათ იმ კომპანიაში, რომელსაც დღეს უკანონოდ მიტაცებული აქვს მაესტროს ბრენდი.

მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ დავაყენებ ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც მაესტროს ქონებას უკანონოდ გამოიყენებს, შეაფერხებს მაესტროს საქმიანობას მისი დირექტორის მიმართ უკანონო მოქმედებებით, გარდა ამისა მოვითხოვ ზიანის ანაზღაურებას იმ პირებისგან, ვინც მაესტროს თანამშრომლებს აიძულებს, რომ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებებს სხვა კომპანიასთან.

მე მოვუწოდებ მაესტროს თანამშრომლებს, ნუ შეყვებიან ბინძურ თამაშებში მაესტროს დანგრევის და მისი ქონების მიტაცების მსურველებს და ნუ ითანამშრომლებენ იმ კომპანიასთან, რომელთანაც მაესტროს ამჟამად სამართლებრივი დავა აქვს.

ასევე მოვუწოდებ სახელმწიფო ორგანოებს და სასამართლოს, ნუ მოექცევიან აგორებული ცილისმწამებლური კამპანიის გავლენის ქვეშ და არ დაუშვან მაესტროს საკუთრების უკანონო ხელყოფა და მისი, როგორც დამოუკიდებელი ტელევიზიისთვის, შეფერხებების შექმნა", - ნათქვამია განცხადებაში. 



20.ნოემბერი.2018 17:43
94

სადაზღვევო სექტორის მოგების ნახევარზე მეტი 4 კომპანიაზე მოდის

ვრცლად
16.ნოემბერი.2018 19:00
1000

ფანჯარა, რომელსაც თვითწმენდის ფუნქცია აქვს - ქართველების უნიკალური გამოგონება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 19:00
1177

ელექტრონული დოკუმენტაციის გამოყენებისას ელექტრონული ხელმოწერა სავალდებულო ხდება

ვრცლად
15.ნოემბერი.2018 10:30
104

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის შემოსავალი 9 თვეში 622 მილიონი ლარი იყო

ვრცლად
13.ნოემბერი.2018 19:20
222

ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს აქციზის განაკვეთი, შესაძლოა, გათანაბრდეს

ვრცლად
10.ნოემბერი.2018 10:45
452

ირანელებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო დარგები საქართველოში

ვრცლად