მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლევან დავითაშვილი: საქართველოში მიწის ფასი მნიშვნელოვნად გაზრდილია

5950a4cda4e4a
BM.GE
26.06.17 10:06
1319
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია. როგორც მინისტრმა გადაცემაში „ანალიტიკა“ განაცხადა, მიწების გასხვისების საკითხზე გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ სწრაფად იყო მისაღები. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ მსგავსი შეზღუდვა მიწების გასხვისებაზე აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია აპრობირებული.

"მიწების გასხვისების საკითხზე ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა და უამრავი კონსულტაცია გამართა. სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი შესაძლოა სახელმწიფოს ხელში იყოს, მაგრამ საუბარი ამ შემთხვვაში ძირითადად საძოვრებზეა, ხოლო სახნავი მიწები ძირითადად პრივატიზებულია. სახელმწიფოს თითქმის არ დარჩა სახნავი მიწა. საძოვრებზე კი პოლიტიკის ჩამოყალიბება ახლა მიმდინარეობს. ზოგადად სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი გააქტიურებულია, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. შესაბამისად სწრაფად იყო გადაწყვეტილება მისაღები, რადგან მიწების მიმართ ინტერესი დიდია. ეს პრაქტიკა აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაშია აპრობირებული.

ჩვენ ძალიან მცირემიწიანი ქვეყანა ვართ. ეს არის სწორი გადაწყვეტილება და ამ პოზიციას სრულად ვიზიარებ. იმ გადმოსახედიდან რასაც სოფლის მეურნეობის განვითარება ჰქვია ის ასევე სწორი გადაწვეტილებაა. ყველა ხელისუფლება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ხალხის აზრს და ეს არის დემოკრატიის პრინციპი. გადაწყვეტილება ორივე მიმართულებასთან თანხვედრაშია.

რამოდენიმე ფერმერის დამოკიდებულება კი არის ერთეული შემთხვევები. არაერთი შეხვედრა გვქონდა ფერმერებთან, საქართველოს სხვადასხვა მხარეში და ესაა ერთსულოვანი განწყობა ამ საკითხზე. ეს არაა მხოლოდ მოსახლეობის დაკვეთა არამედ არის ჩვენი პოზიცია და პირადად ჩემი პოზიციაცაა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში დიდ წილს არ თამაშობს. ჩვენი პოლიტიკა იწვევს ინტერესს სოფლის მეურნეობის მიმართ, კონსოლოდიაციას უკეთებს შიდა ინვესტიციებს და ასეთი ინვესტიციები არის მილიარდები 5-10 მილიონის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთიდან შეიძლება წარმოვიდგინოთ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობაში. მიწის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესის ზრდაზე მიუთითებს", - ამბობს მინისტრი.