13.სექტემბერი.2017 10:29
საზოგადოება

ლევან დავითაშვილი მეთხილეების კომპენსაციაზე: ჩვენ არ გვაქვს ექსტრა რესურსი

ლევან დავითაშვილი მეთხილეების კომპენსაციაზე: ჩვენ არ გვაქვს ექსტრა რესურსი
სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, აზიური ფაროსანას გავრცელების გამო დაზარალებული მეთხილე ფერმერების კომპენსაციისთვის მთავრობას რესურსი არ აქვს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

"ბიუჯეტი შედგენილია, არის გამჭვირვალე და ყველამ ვიცით, რა რესურსი აქვს ქვეყანას. ცალსახაა, რომ ჩვენ არა გვაქვს ის ექსტრა რესურსი, რომელიც ახლა შეიძლება გამოვიყენოთ ამ კუთხით, მაგრამ ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს და რესურსებსაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მოსახლეობას მხარში დგომა სჭირდება, ვინაიდან მარტო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება.

"შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული სურსათის ეროვნული სააგენტო, ფიტოსანიტარული სამსახურები და ასეც ხდება. მაქსიმალურად უნდა გაძლიერდეს ფიტოსანიტარული სამსახურის პოტენციალი წლიდან წლამდე. ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ მატერიალურ დახმარებას - ერთი მხრივ, ტექნიკური საშუალებები შევიძინეთ მავნებელთან ბრძოლისთვის და ქიმიური პრეპარატებით მოსახლეობის დახმარებაც გათვალისწინებულია მთავრობის განკარგულებით", - განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციის თემაა.
ავტორი: დავით ჯალაღონია



19.ივნისი.2018 19:48
147

"ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ"

ვრცლად
19.ივნისი.2018 17:36
39

სამშენებლო მტვერი ფილტვების დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია

ვრცლად
19.ივნისი.2018 16:14
1498

მამუკა ბახტაძის გუნდში პროფესიული წრეებიდან წამოსული მინისტრები იქნებიან

ვრცლად
19.ივნისი.2018 15:29
330

TomTom-ის პროგრამაში საქართველოს რუკა გამოჩნდება

ვრცლად
19.ივნისი.2018 15:24
35

გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიაში კონტრაქტორებთან პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ვრცლად
19.ივნისი.2018 14:50
88

გიორგი მელაძე: სკოლებს უნდა მივცეთ მეტი თავისუფლება

ვრცლად