მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლეონიდ ჩერნოვიცკი: ბიძინა ივანიშვილი მეცენატია, მე კი ქველმოქმედი

566318d68cb15
BM.GE
05.12.15 20:04
3282
კიევის ყოფილი მერი, ბიზნესმენი, ლეონიდ ჩერნოვიცკი საქართველოში პოლიტიკურ პარტიას ქმნის და გეგმავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ჩერნოვიცკიმ საკუთარი გეგმების შესახებ, დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პარტიის სახელწოდება იქნება „ბედნიერი საქართველოსთვის“.
 
როგორც ჩერნოვიცკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ქვეყნის საგარეო კურსი ევროპული უნდა იყოს და არა ამერიკული ან რუსული, თუმცა მისივე თქმით ამერიკისგან დემოკრატიულობის თვალსაზრისით, ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. საგარეო კურსთან დაკავშირებით, კიევის ყოფილმა მერმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაპირისპირებით, საქართველო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, საქართველოში ცხოვრების ისეთი დონე უნდა შეიქმნას, რომ აფხაზებსა და ოსებს საქართველოს შემადგენლობაში მოუნდეთ ყოფნა.

„ბიძინა ივანიშნილი ქვეყნისთვის ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებს, მე მას პირადად არასდროს შევხვედრილვარ. ის არ არის ქველმოქმედი, იქ მეცენატია, მე კი ქველმოქმედი ვარ“, - განაცხადა ლეონიდ ჩერნოვიცკიმ.