მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lenovo-ს მოგება 41%-ით შემცირდა

592a895b36a23
BM.GE
28.05.17 18:00
1885
მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლის Lenovo Group Ltd მოგება გასული წლის ბოლო კვარტალში 41%-ით შემცირდა.
კომპანიის პრესრელიზში აღნიშნულია, იანვარ-მარტში კომპანიის წმინდა მოგებამ $107 მილიონი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი აღნიშნული ციფრი $180 მილიონს შეადგენდა. კომპანიის შემოსავლები 5%-ით $ 9.58 მილიარდამდე გაიზარდა.

სრული ფისკალური წლის შედეგებით, Lenovo-მ $ 535 მილიონის ოდენობის წმინდა მოგება მიიღო.

კომპანიის შემოსავლები ერთი წლით ადრე 4%-ით $ 43.04 მილიარდამდე შემცირდა. Lenovo-ს სმარტფონების გაყიდვები 22%-ით გაიზარდა, რამაც მას საშუალება მისცა გლობალური ბაზრის 3.5% დაეკავებინა.