მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლენდმარკ ბაკურიანი" 5 ყველაზე "გიჟურ" პროექტს შორის მოხვდა

5c937caba7b0c
თათია ჩაფიჩაძე
22.03.19 00:10
898

DUX development-ის პროექტი - „ლენდმარკ ბაკურიანი“ გლობალური უძრავი ქონების გამოფენა mipim 2019-ზე იყო წარდგენილი.

კანში გამართულ გამოფენას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 26 ათასამდე დელეგატი ესწრებოდა.

როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯრმა გვანცა ფანჩულიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ინოვაციური პროექტის მიმართ ინვესტორების და სხვა ქვეყნების სამთავრობო წარმომადგენლების დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო, რაც კომპანიის მიერ შეთავაზებულმა მაღალმა ამონაგებმა განაპირობა. ადგილობრივმა გამოცემამ კი, „ლენდმარკ ბაკურიანის“ პროექტი mipim 2019-ზე წარდგენილ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექტებს შორის დაასახელა.

„არ ველოდებოდით, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა ჩვენს პროექტს, რადგან პატარა სტენდით ვიყავით წარდგენილი ისეთ გამოფენაზე, სადაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების კომპანიები ჩადიან. მაგალითად, დუბაის მთელი სართული ჰქონდა აღებული; 100-მდე სხვადასხვა ტიპის კონფერენცია და შეხვედრა გაიმართა, ბოლოს იყო დაჯილდოება, სადაც 11 განსხვავებული კატეგორია იყო წარმოდგენილი.

Nice-matin ადგილობრივმა გამოცემამ „ლენდმარკ ბაკურიანის“ პროექტი mipim 2019-ზე წარდგენილ 5 ყველაზე „გიჟურ“ პროექს შორის აღიარა ისეთ პროექტს შორის, როგორიც არის მაგალითად, მაესტრია მონტრეალში და გლობალ 100 ჰაიკაუს სათავგადასავლო პარკი.

საქართველოს მიმართ ინვესტორების დიანტერესება საკმაოდ მაღალია, ინტერესი გამოიწვია ჩვენმა პროექტმა, რადგანაც ვთავაზობთ დიდ სარგებელს ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ამას ემატება 2023 წლის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ბაკურიანში ტარდება“, - განაცხადა გვანცა ფანჩულიძემ.