მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებისთვის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები იცვლება

573ec53e2ee6b
BM.GE
20.05.16 12:00
1697
პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ მომზადებული კანონპროექტით იცვლება საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარების უფლების მოსაპოვებელ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლების კრიტერიუმები. კერძოდ ცვლილებები შედის "ლატარიების, აზარტული და და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში

იცლვება კანონის მე-6 მუხლი, სადაც დგინდება ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო შემდეგი რეგულაციები:

- ნაცვლად რელიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებიდან გადასახდელი პროცენტისა, დგინდება რომ ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შესთავაზებს ყველაზე მეტი ოდენობის თანხას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობისა. კანონპროექტით, პირი რომელიც გაიმარჯვებს ტენდერში და მასთან გაფორმდება ხელშეკრულება (ლატარიის ორგანიზატორი) ვალდებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადაიხადოს ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტი, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

კანონპროექტით, განისაზღვრება ტენდერში გამარჯვებული პირისათვის (ლატარიის ორგანიზატორი) ექსკლუზიური უფლების ვადა, კერძოდ 10 წელი. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში ვერ ესწრება ახალი გამარჯვებულის გამოვლენა ძველი ორგანიზატორის ვადის გასვლამდე. შესაბამისად, ვადის გაგრძლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ამ დროით და ისიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადების საფუძველზე.

ამასთანავე, უქმდება მე-6 მუხლის მოქმედი მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები. აღნიშნული პუნქტები შეღავათებს აწესებდა ლატარიის ბილეთების უსასყიდლო მიწოდებაზე, მესამე პირის მიერ ლატარიის ბილეთების მეშვეობით წამახალისებელი გათამაშების მოწყობაზე.

დღეს მოქმედი კანონის რედაქციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად გადაიხდის ლატარიის ჩატარებისას რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების პროცენტს, რომლის ოდენობასაც ადგენს საქართველოს მთავრობა.

კანონპროექტით ზუსტდება, რომ ტირაჟიანი ლატარიის საპრიზო ფონდის ოდენობა უნდა შეადგენდეს ლატარიის მოცემულ (თითოეულ) ტირაჟში რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტს. რაც გულისხმობს ლატარიის კონკრეტული თარიღის გათამაშებისათვის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულების არანაკლებ 45 პროცენტის გათამაშებას, ამავე გათამაშებაში მონაწილე მოთამაშეებზე.

ამასთანავე, აქვე ზუსტდება, რომ ლატარიის ორგანიზატორი უფლებამოსილი იქნება დაარეზერვოს მხოლოდ საპრიზო ფონდის 20 პროცენტი. ანუ, ტირაჟიანი ლატარიის ყოველი კონკრეტული გათამაშებისას მოხდება საპრიზო ფონდის არანაკლებ 80 პროცენტის გათამაშება.