მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარში ფასდადების დარღვევის გამო 38 ჯარიმა გამოიწერა

599bf08c4a49f
BM.GE
22.08.17 13:00
1093
1 ივლისიდან დღემდე ლარით ფასდადების დარღვევის 246 შემთხვევა დაფიქსირდა,- ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, 208 შემთხვევაში პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებულია ადმინისტრაციული სახდელი გაფრთხილების სახით; 36 შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით; 2 შემთხვევაში გამოყენებულია განმეორებითი ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

"სამართალდარღვევები ძირითადად გამოვლენილია ტურისტული და სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების მიმართ, საქმიანობის იმ ნაწილში, რომელზეც არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის N93/04 ბრძანებით დადგენილი გამონაკლისები.

საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო, ონლაინ და საჯარო სივრცეში ქონების რეალიზაციის ან/და მომსახურების გაწევის შეთავაზების ან/და რეკლამირებისას ფასის ლარით დადების წესის დარღვევაზე, ადმინისტრირებას ფინანსთა სამინისტროს შემოსვლების სამსახური ახორციელებს",- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.