25.ნოემბერი.2015 15:48
საფინანსო სექტორი

ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა

ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა
ქართული ეროვნული ვალუტის - ლარის სიმბოლოს გამოყენება Microsoft-ის სისტემაში უკვე შესაძლებელია. უნიკოდში რეგისტრაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლარის სიმბოლო Microsoft-ის ოპერაციულ სისტემებში გამოჩნდა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, Microsoft-ის საქართველოს ოფისის აქტიური მხარდაჭერის შედეგად ლარის სიმბოლოს გამოყენება უკვე შესაძლებელია როგორც Microsoft Windows 7 ასევე 8 და 10 ვერსიაში.

"სიმბოლოს უნიკოდის ცხრილებში მინიჭებული აქვს კოდი 20BE და Windows-ის ოპერაციულ სისტემებში ქართული კლავიატურის განლაგების (KA) Shift+L ღილაკების კომბინაციით გამოიყენება.

Windows 7, 8 და 8.1 ვერსიებისთვის, შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429):
https://support.microsoft.com/en-us/kb/3102429#bookmark-hotkey

2014 წლიდან ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.

ლარის სიმბოლოს სწორად ადაპტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ლარის სიმბოლოს დანერგვის პრინციპები და დამხმარე სახელმძღვანელო" . ასევე შემუშავდა სპეციალური შრიფტი – "Lari Symbol", რომელიც მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა შრიფტების შესაბამისად სტილიზებულ ნიმუშებს, რომელთა ნახვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან - www.lari.gov.ge", - განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში. 



10.აგვისტო.2018 20:16
415

"მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებმა ზეგავლენა მოახდინა ჩვენი ვალუტის კურსზეც"

ვრცლად
10.აგვისტო.2018 18:00
191

"მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება"

ვრცლად
10.აგვისტო.2018 17:01
325

ლარი გაუფასურდა - 1 დოლარის ღირებულება 2.53 ლარი გახდა

ვრცლად
10.აგვისტო.2018 16:41
353

"ლარის დოლარის მიმართ გაუფასურებას დროებითი ხასიათი აქვს"

ვრცლად
10.აგვისტო.2018 13:24
355

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 დოლარი 2.55 ლარად ივაჭრება

ვრცლად
10.აგვისტო.2018 10:20
348

წლის პირველ ნახევარში ბანკების მოგება 8.4%-ით შემცირდა

ვრცლად