20.იანვარი.2016 11:20
ბიზნესი

ლარის გაუფასურების გამო, "თეთრი ქუდი" იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს და რუსთავში საწარმოს აშენებს

ლარის გაუფასურების გამო, "თეთრი ქუდი" იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამბობს და რუსთავში საწარმოს აშენებს
სოკოს მწარმოებელი კომპანია გაუფასურებული ლარის ფონზე, იმპორტირებულ ნედლეულზე უარს ამობობს. "თეთრი ქუდი" საწარმოს შექმნაში 1 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. კომპანიის გენერალური დირექტორის, ვანო იოსელიანის განცხადებით, ბოლო ხუთ წელიწადში კომპანიამ 10 მილიონი დოლარის იმპორტი განახორციელა, რაზეც უარს კომპანია ვალუტის გაუფასურების გამო ამბობს.
 
"ჩვენ გაფართოვებაზე ვფიქრობდით, თუმცა სავალუტო რყევებმა და ეროვნულ ვალუტაში ნედლეულის მკვეთრმა გაძვირებამ ამ ნაბიჯის გადადგმა გვაიძულა. ვფიქრობ, რომ უპირველესი ამოცანა ის არის, რომ ადგილზე ფასი შევინარჩუნოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანები დავრჩეთ, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე და იმპორტისგან თავი დავიცვათ, - იგივე თურქეთისგან, სადაც დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და სოკოს ბიზნესშიც მკვეთრად დავარდნილია ფასებით, ფაქტიურად ზარალზე მუშაობენ", - აღნიშნავს ვანო იოსელიანი გადაცემაში "საქმიანი დილა".

მისივე თქმით, საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს საექსპორტო ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები იყვნენ. საწარმოს მშენებლობა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ მაისში ბაზარზე საქართველოში წარმოებული სოკო გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ მიწა, რომელზეც საწარმო უნდა აშენდეს დარეგისტრირებული არ არის, რადგან კომპანიის დამფუძნებლები უცხოელები არიან.

"ჩვენი სურვილია გაცილებით კონკურენტუნარიანები ვიყოთ სხვა საექსპორტო ბაზრებზე. გარდა ფასებისა, მნიშვნელოვანია ლოჯისტიკა. მშენებლობა დაწყებულია, დანადგარები შეკვეთილია და დამატებით დაახლოებით ორმოცი ადამიანი დასაქმდება. საწარმო რუსთავში განთავსდება, სადაც მიწა გვაქვს შეძენილი, რადგან ჩვენი დამფუძნებლები უცხოელები არიან, ვერ ვარეგისტრირებთ",- ამბობს ვანო იოსელიანი.



25.სექტემბერი.2018 15:49
157

"ქართული ზეთისხილი" საპნის წარმოებას იწყებს

ვრცლად
25.სექტემბერი.2018 09:00
294

"გეფერინი" საზღვარგარეთ სავაჭრო ქსელს აფართოებს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:40
136

"მგზავრები" თელავში ახალი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:20
364

გონიოში ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 19:00
130

ბაკურიანში "პანორამა მგზავრების" ახალი სასტუმროს მშენებლობა იწყება

ვრცლად
24.სექტემბერი.2018 09:00
1301

კომპანია BPC-ს წვენები კატარის ბაზარზე შევიდა

ვრცლად