მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი მცირედით გაუფასურდა

5b76cbef1727e
თელარა გელანტია
17.08.18 17:20
760
17 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის მიმართ ლარი ოდნავ, 2.5779 ლარამდე გაუფასურდა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5773 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთანმიმართებაში -0.06 თეთრი შეადგინა.

ეროვნული ვალუტა ოდნავ გამყარდა ევროს მიმართაც, რომლის კურსი 2.9344 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9299 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.45 თეთრი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4176 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2752 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 აგვისტოდან შევა ძალაში.