ლარის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. ერვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.3949 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0118 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ლარი გამყარდა ევროსთან მიმართებაშიც, - ერთი ევროს ფასი 2.6169 ლარი გახდა.