01.მაისი.2016 21:44
ეკონომიკა

ლარი დოლართან მიმართებით მარტში 4,4%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 6,8%-ით გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით მარტში 4,4%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 6,8%-ით გამყარდა
ლარი დოლართან მიმართებით მარტში 4,4%-ით, ხოლო წლის დასაწყისიდან 6,8%-ით გამყარდა. ბოლო ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა და 2.23 ლარი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა, მარტში ორი სავალუტო აუქციონი ჩაატარა და ჯამში 15 მილიონი დოლარი შეისყიდა. გასულ კვირას ეროვნულმა ბანკმა 30 მილიონის შესყიდვა მოახდინა.
 
ეროვნული ბანკის თვის მიმოხილვის მიხედვით, მარტში ჩატარდა სახაზინო ფასიანი ქაღალდების ოთხი აუქციონი, რომელზეც განთავსდა 130 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. საანგარიშსწორებო ფასმა შეადგინა 123.1 მლნ ლარი. ბანკების მხრიდან მოთხოვნამ ფასიან ქაღალდებზე თითქმის 190 პროცენტით გადააჭარბა ემისიას. მარტში ჩატარებულ აუქციონებზე გაიყიდა ერთწლიანი, ორწლიანი და ხუთწლიანი ვადიანობების სახაზინო ფასიანი ქაღალდები. ერთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები 80 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა, ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები 40 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ხუთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები კი 10 მლნ ლარის ოდენობით განთავსდა. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების განაკვეთმა საშუალოდ 10.78 პროცენტი შეადგინა და 0.88 პროცენტული პუნქტით შემცირებულია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ორწლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი 0.53 პროცენტული პუნქტით შემცირდა 13.36 პროცენტამდე. ხუთწლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთმა კი 1.44 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.34 პროცენტი შეადგინა.

აპრილის თვეში სულ 3 აუქციონი გაიმართა, სადაც ჯამში 60 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.



25.მარტი.2019 22:00
16

„საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია“ - ახალი პლატფორმა საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში

ვრცლად
25.მარტი.2019 21:00
71

„ევროკავშირში ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი ევროპული ინვესტიციების სიმცირეა“

ვრცლად
25.მარტი.2019 20:30
131

თორნიკე აბულაძე: „სამშენებლო სექტორში გაყიდვები 30%-35%-ით შემცირდა“

ვრცლად
25.მარტი.2019 20:01
119

რამდენს გადაუხდიან საინვესტიციო საბჭოს წევრებს - საპენსიო სააგენტოს განცხადება

ვრცლად
25.მარტი.2019 20:00
323

თებერვალში 5000 ლარამდე მიკროსესხების გაცემა 132,965,473 ლარით ანუ 26%-ით დაეცა

ვრცლად
25.მარტი.2019 19:48
53

"ტვერელის სახელობის ტაძართან მიმდინარე მშენებლობის ნებართვის ფარგლებში ზონის ან კოეფიციენტის ცვლილება არ მომხდარა“

ვრცლად