17.მარტი.2016 16:12
ბიზნესი

ლანჩხუთში ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება

ლანჩხუთში ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სწრაფად მზარდი ტყის სანერგე მეურნეობა გაშენდება, რისთვისაც 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება - ეს გადაწყვეტილება საქართველო მთავრობის 17 მარტის სხდომაზე მიიღეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს "ე.ჯ.სი. ჯორჯიანს“ 329,74 ჰა მიწის ნაკვეთები სარგებლობის უფლებით 25 წლის ვადით გადასცა.
 
კომპანია გეგმავს მაღალტექნოლოგიური, ხის გადამამუშავებელი ინოვაციური ქარხნის აშენებას, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიებითა და ეკოლოგიურად სუფთა დანამატებით აწარმოებს ე.წ. ხის „გრანულებს.“ კომპანიის განცხადებით, ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ფართოდ გამოიყენება ევროპის ისეთი ქვეყნების ენერგომომარაგების სისტემაში, როგორებიცაა გერმანია, იტალია, ჰოლანდია, დანია,შვედეთი, ნორვეგია და ა.შ.

პროექტის ფარგლებში დასაქმდება 42 ადამიანი.

შპს "ე.ჯ.სი. ჯორჯიანი" უკვე მეორე წელია დაკავებულია საქართველოში ზემოაღნიშნული პროექტის განხორციელების შესაძლებლობების შესწავლით. კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა გრუნტის ანალიზები, შეისწავლა კლიმატური პირობები, მიწის ბაზარი და შრომითი რესურსები.

ინვესტორები სამომავლოდ პროექტის გაფართოებას და ჯამში 100-120 მილიონი ევროს ინვესტიციას გეგმავენ, რის ფარგლებშიც განხორციელდება არსებული ტყეების რეაბილიტაცია-რეპროდუქცია, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი მიწების გაწმენდა და ქარდამცავი ზოლების შექმნა-რეაბილიტაცია.



16.სექტემბერი.2018 22:00
258

"სვი ჭაჭა მეტრობით" - ალკომეტრი საკუთარი ჭაჭის ჩამოსხმას იწყებს

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 14:00
1309

ქართული რეცეპტებებით დამზადებული სადილები სავაჭრო ქსელში გაიყიდება

ვრცლად
16.სექტემბერი.2018 11:00
1782

ქართული ტრადიციული კერძები ექსპორტზე გავიდა

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 21:00
176

Keyword.ge – ქართული დომეინების "სათავსო"

ვრცლად
15.სექტემბერი.2018 12:00
311

კომპანიები, რომლებსაც რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან

ვრცლად
12.სექტემბერი.2018 18:04
407

Myvideo.ge-ზე 6 ქართული არხი გაითიშა

ვრცლად