მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლანჩხუთში 500-მდე ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოები დაწყებულია"

5c3f4d3d55dde
BM.GE
16.01.19 19:26
688
ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მაისიდან მოუგვარდება.

ადგილობრივი მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ სამუშაოები უკვე დაიწყო.

„ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს.

მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. მაისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაობი უკვე დასრულებულია მგელაძის, ცაბაძის, დუმბაძისა და მშვიდობის ქუჩებზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

კომპანია გურიის რეგიონში, რამდენიმე მუნიციაპლიტეტში წყლისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ურეკში, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წელს სრულდება. გარდა ამისა, 2019 წლის გაზაფხულზე კომპანია ანასეულის მოსახლეობის უწვეტი სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს დაიწყებს“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.